x
image
Lerato
Mediator image
თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?

სამზარეულოს უჩვეულო კუნძულები მაშინვე იპყრობს ყურადღებას თანამედროვე სტილის დიზაინში. დიახ, ჩვენ ყველა შევეჩვიეთ სტანდარტულ მართკუთხა ან კვადრატულ ფორმებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ნაკარნახებია პრაქტიკულობით. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ სტანდარტებიდან გადახვევა გაცილებით უფრო საინტერესოა. სამზარეულოს კუნძულები წრიული, ოვალური, რომბის ან უცნაური და მოულოდნელი ფორმებით ინტერიერის ნაწილია, რომელიც ნებისმიერს გააოცებს!


image


სამზარეულოს ავეჯი პრაქტიკული და ფუნქციონალური უნდა იყოს. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვეულებრივი ინტერიერი არავისზე მოახდენს შთაბეჭდილებას. ორიგინალური იდეები აერთიანებს ფუნქციურობას, კრეატიულობას და ვიზუალურ მიმზიდველობას. სამზარეულო არ არის მხოლოდ კულინარიული ექსპერიმენტების ადგილი და როგორც ნებისმიერი სხვა ოთახი, იმსახურებს უნიკალურ დიზაინს, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, რადგან ითვლება რომ სამზარეულო სახლის გულია, რომელიც მთელს ოჯახს აერთიანებს.


image


გიფიქრიათ, რომ უჩვეულო ფორმის სამზარეულოს კუნძულები შეიძლება იყოს გასაოცარი და ბრწყინვალეც კი? დიზაინერები ქმნიან ეკო-ავეჯს, ნერგავენ ჭკვიან ტექნოლოგიებს და მრავალფეროვან ინოვაციურ, თუნდაც ფუტურისტულ ფორმებს, იყენებენ შესაფერის მასალებს და მოპირკეთებას. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება სახლის ინტერიერის შესაქმნელად - უჩვეულო სამზარეულოები. მსგავსი პროექტების განხორციელება მასიურად არ ხდება, მზადდება ინდივიდუალურად, რათა დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები. უჩვეულო ფორმის სამზარეულოებზე არჩევანის შეჩერება წმინდა სუბიექტური საკითხია.



image


სამზარეულოს კუნძულების მოულოდნელი და იშვიათი ფორმები ხშირად თამამი ხაზებით გამოირჩევა და შეიძლება მიეცეს კონკრეტული ნივთის ფორმა, რომელიც არ უკავშირდება ტიპიურ ავეჯს, როგორიცაა – ნავი, პოლიგონური ფორმები, მრუდები და ა.შ. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამზარეულოები მარტივად ამოსაცნობია მისი უჩვეულო დიზაინით, ორიგინალური მასალით, და რა თქმა უნდა, უნიკალური ერგონომიკით. შთამბეჭდავია სწორი და მკაფიო ხაზების დომინირება და იმავდროულად დეკორატიული ელემენტების, ფერების და გაფორმების ნაკლებობა.



image

რა გახდის თქვენს სამზარეულოს ვიზუალურად საინტერესოს და ორიგინალურს?ავეჯი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას ვამახვილებთ სამზარეულოს უჩვეულო კუნძულებზე, არასტანდარტული ფორმა არ ნიშნავს ფუნქციონირების ნაკლებობას. კრეატიული დიზაინი შეიძლება იყოს პრაქტიკული და უფრო მეტიც. დიზაინერები და მწარმოებლები გვთავაზობენ წარმოუდგენელ გადაწყვეტილებებს კომფორტული და ლამაზი სამზარეულოს ავეჯისთვის. ისინი ქმნიან განსაკუთრებულ და ინოვაციურ დიზაინს მაღალი ხარისხის მასალისგან და ექსპერიმენტებს ატარებენ ფორმასთან და ზომასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოცემული ექსტრავაგანტული მოდელები იმის მტკიცებულებაა, რომ სამზარეულოს კუნძული უჩვეულო ფორმით შესაძლოა გახდეს ინტერიერის მნიშვნელოვანი ფოკუსი, სადაც საჭირო არ იქნება კომპრომისზე წასვლა და პრაქტიკულობაზე უარის თქმა სილამაზისა და ვიზუალური მიმზიდველობის სანაცვლოდ.


1.

image2.
image3.
image4.
image5.
image6.
image7.
image8.
image9.
image10.
image11.
image12.
image13.
image14.
image15.
image16.
image17.
image18.
image19.
image20.
image21.
image22.
image23.
image24.
image25.
image26.
image27.
image28.
image29.
image30.
image


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა


პატარა სააგარაკო სახლი ბორბლებზე – ნებისმიერს მოხიბლავს!


თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად


როგორ გადავაქციოთ პატარა აივანი ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ადგილად – პრაქტიკული და საინტერესო რჩევები


საძინებელის რომელი ფერებია დღეს ყველაზე ტრენდული


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


0
530
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0