x
6 წელია მთავარ მოკავშირედ სანიკიძე და ჩარკვიანი ყავს... თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

თამარა გიგა ბოკერიას მეუღლე თამარა ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:

“ადამიანს 6 წელია მთავარ
მოკავშირედ გუბაზ სანიკიძე და თაკო ჩარკვიანი ყავს, ჩამოთრეულებს ებრძვის, ქართული საჯიშე ბიჭები უნდა გადარჩნენო ღაღადებს, ხელები შორს ქართული ბუნებისგან – არა ჰესებსო გაიძახის, უმცირესობებს ქაშვეთთან დგომის უფლება არ აქვთო – ამტკიცებს, რელიგიას და ტრადიციებს ლიბერალები მართმევდნენო – ჯვარს აშანშალებს.…
და ამ დროს, ხალხი სერიოზულად განიხილავს იმას, რომ სააკაშვილს მახე დაუგეს და შემოიტყუეს.
ოღონდ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ და არ აღიარონ, რომ უბრალოდ დეგრადირდა და ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება – ყველანაირ შეთქმულებას დაიჯერებენ.
p.s. მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გაუსწორონ, მერე ჩერგოლეიშვილი და ბოკერია აღმოჩნდება მართალი – საკუთარი თავისგან რომ იყო ეს კაცი გადასარჩენი, ამას ხომ ბევრს ვუხსნიდით და ამიტომ შხამი დაალევინეს, ყვავის სისხლი აჭამეს, ან ქათმის ფეხით მოაჯადოვეს ჯობია.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქში”
0
524
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0