x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

image

მომღერალი მამუკა ონაშვილი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დაადასტურა.



მამუკა ონაშვილი უკვე მეორე ადამიანია, რომელიც 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

რესტორან "იმერული ეზოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მამუკა ორ თანმხლებ პირთან ერთად მანქანაში როდესაც ჩასხდნენ, 22 წლის ბიჭი დაეჯახათ, რომელიც „შკოდით“ მოძრაობდა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამათ მანქანა კი ამოყირავდა... საჭესთან მამუკას მეგობარი იჯდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მრავალი მოტეხილობა აქვს. ისიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.




მამუკა ონაშვილი დაიბადა 1967 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში.

საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ (ხელმძღ. ნოდარ ნიკოლაიშვილის)სოლისტად.

1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე და დღემდე წარმოადგენს შოუბიზნესის ერთ–ერთ წამყვან სახეს.

იგი ასევე გახლდათ მუსიკალურ გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი:

„მო–ტი–ვი“ – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე 1998წ.

„გემო ტი–ვი“ აჭარის ტელევიზიაში – 2001წ.

2001 წლიდან მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ წარმატებულ პროექტში „იუმორინა“.

2003–2005 წლებში იყო „არტ–იმედის“ ერთ–ერთი წარმატებული მომღერალი.

მამუკა ონაშვილის შემოქმედება ერთნაირად საინტერესოა ყველა თაობის მსმენელისათვის და მაყურებლისათვის, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. 1998 წლიდან იგი ინტენსიურად ატარებს გასვლით კონცერტებს შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ.

გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ…“ და „ოცნების ღამე“.

ბოლო წლებში მამუკა უმეტესად კოროპორატიულ საღამოებზე, ქორწილებში და რესტორნებში გამოდიოდა, ასევ სხვადასხვა ღონისძიებებზე წამყვანი იყო.


0
141
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0