x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამერიკაში ქართველი პიანისტი პიტბულმა მოკლა

imageამის შესახებ ინფორმაციას ოპერის მომღერალი თამარ ივერი ავრცელებს:


ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა.შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა,
ორი კვირის წინ ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად.მოტოციკლეტის ავარიით.დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი. პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა ძაღლმა ჩათვალა რომ ამ ქალმა დააშორა ის მის პატრონს.არ ვიცი რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა, სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან. ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელებზე არ აკიდებინებდა ხელს, იპარავდა და მათზე ეძინა თურმე .ეს ძაღლიც თავის ერთგულების მსხვერპლი გახდა და ეს მარინაც ასე დაღუპა ღმერთო, ადგილზე მოუკლავს პოლიციას...მაგრამ რაღა დროსი იყო, საოცრად მიყვარს ძაღლები, მაგრამ მებრძოლი ძაღლების პანიკურად მეშინია"-წერს თამარ ივერი.
image
მარინა გაბუნიას საქართველოში კარგად აწყობილი კარიერა ჰქონდა, თუმცა წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ცხოვრება. მან არაერთი სირთულე გამოიარა და დღეს ძალიან წარმატებულია. ქალბატონ მარინას ნიუ-იორკის 5 უძლიერეს პიანისტს შორის იხსენიებდნენ.
ქალბატონი მარინა ამერიკაში ქართული მუსიკის პოპულარიზაციასაც ეწოდა:
" მაქვს იმპროვიზირების უნარი, ვუკრავ მსუბუქ ჯაზსაც. ქართული მელოდიებიც მაქვს გადაკეთებული და ვასრულებ მხოლოდ ქართული ნაწარმოებების თემებზე, განსაკუთრებით „ჯულიარდში“, სადაც ჩამოდიან სხვდასხვა ქვეყნებიდან, შტატებიდან კომპანიების გენერალური დირექტორები, რომლებიც გაკვეთილებს ესწრებიან, სტუდენტები რომ აარჩიონ. მე ვუკრავ სტუდენტებთან, რომლებიც ამთავრებენ და მეკითხებიან ხოლმე: რას უკრავთ, რა არის ესო და მეც ვუხსნი, რომ ქართულია. თან ბევრს პოლონელი ან რუსი ვგონივარ და ვუხსნი, რომ საქართველოდან ვარ და მერე: ა, ანანიაშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი. ყველას ვაცნობ ქართულ მელოდიებს და ძალიან მოსწონთ."-აღნიშნა "თბილისელებთან"მარინა გაბუნიამ 2018 წელს.
0
343
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0