x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
შუა ქუჩაში ნიგერიელი მოვაჭრე იტალიელმა მამაკაცმა ცემით მოკლა,ისე,რომ საშველად არავინ ჩაერია(ვიდეო)
image

თვითმხილველმა, გადაიღო შემზარავი მომენტები, როდესაც ნიგერიელ ქუჩის მოვაჭრეს, ორი შვილის მამას თავს დაესხა "კლიენტი მამაკაცი' და ცემით მოკლა.


ამ ვიდეომ აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან არავის დაებადა სურვილი(არც ვიდეოს გადამღებს) გაეშველებინა ისინი და ამით გადაერჩინათ მამაკაცი.

image


იტალიის პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა მას შემდეგ, როდესაც მოკლა ნიგერიელი ქუჩის მოვაჭრე, რომლის სასტიკი მკვლელობა ვიდეოზე გადაიღეს გამვლელებმა და არავის დაებადა სურვილი ფიზიკურად ჩარეულიყვნენ ან პოლიციისთვის გამოეძახათ.



შემთხვევა მოხდა პარასკევს, 29 ივლისს.39 წლის ალიკა ოგორჩუკვუ სასიკვდილოდ სცემა 32 წლის იტალიელმა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ფილიპო კლაუდიო ჯუზეპე ფერლაცო, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჩივიტანოვა მარკეს მუდამ ხალხმრავალ ცენტრში. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, პოლიციამ გამოიყენა ქუჩის კამერები, რითაც დაადგინა ფერლაცოს გადაადგილების მარშრუტი და მომდევნო დღეს, შაბათს დააკავა მკვლელობისა და მსხვერპლის მობილური ტელეფონის მოპარვის გამო. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ფერლაცო ამჟამად ანკონას მონტაკუტოს ციხეში იმყოფება.

image

ამბობენ, რომ ბრალდებას რასიზმის მუხლით არ წაუყენებენ. ”სიტუაცია ძალიან ნათელია, როგორც ჩანს, კამათი დაიწყო ძალზე უაზრო მიზეზის გამო და არა რასიზმის გამო, ” - განაცხადა მატეო ლუკონმა, ერთ-ერთმა გამომძიებელმა.


თავდასხმის შოკისმომგვრელი ვიდეოები გავრცელდა სოციალურ მედიაში, რამაც აღშფოთება გამოიწვია, რადგან იტალიაში მალე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიაა იწყება, ხოლო მემარჯვენე კოალიცია იმიგრაციას უკვე დიდ პრობლემად განიხილავს .


პოლიციამ განაცხადა, რომ ალიკა საქონელს ყიდდა, როდესაც თავდამსხმელმა გამყიდველის ყავარჯენი აიღო და დაარტყა.ჩხუბი შემდგომ ტროტუარზე გაგრძელდა.


ალიკის მეუღლემ, ჩარიტი ორიაჩიმ, შაბათს მკვლელობის ადგილზე გამართული საპროტესტო აქციის დროს თქვა: „ახლა მხოლოდ ჩემი ქმრისთვის მინდა სამართალი“.


მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ენრიკო ლეტამ ტვიტერში დაწერა: „ალიკა ოგორჩუკვუს მკვლელობა ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. უპრეცედენტო სისასტიკე. გულგრილობა ფართოდ არის გავრცელებული და ამის არანაირი გამართლება არ შეიძლება“.

0
769
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0