x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"რა უნდა ვთქვა, გული მეგლიჯება" - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა წულუკიძე

image


ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილ ადამიანებთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს:


image


"თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, ტობა ვარჩხილი, სვანეთი... ჩემი საიმედო ტურის ყველაზე საიმედო მეგობრები... რა უნდა ვთქვა ???? გული მეგლიჯება."- წერს ნიკა წულუკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.


შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდა.


ავიაკატასტროფის შედეგად რვავე დაიღუპა. ასევე დაღუპულია პარაპლანის უცხოელი მგზავრი, ქართველი ინსტრუქტორი კი, ცოცხალია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.



0
622
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
622