x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ყველაზე ცნობილი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებიდან, სადაც მსახიობები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ
image


მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობილი ფილმების გადაღების პროცესში ზოგი მსახიობი მსუბუქად შეზარხოშებული იყო, ზოგიც კი უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ეს სცენები მაინც შესანიშნავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. წარმოგიდგენთ კადრებს ცნობილი ფილმებიდან, სადაც მსახიობები რეალურად ნასვამები იყვნენ.

image



"ბედის ირონია ანუ გაამოთ!" კინემატოგრაფის საბჭოთა კლასიკის ოქროს ფონდში სამუდამოდ შევიდა.



ფილმში არის სცენა აბანოში, სადაც გმირები ორთქლის აბაზანის შემდეგ სვამენ. მოგვიანებით მსახიობმა გეორგი ბურკოვმა ყველა "ჩაუშვა" და განაცხადა, რომ გადაღებების განმავლობაში და მანამდეც ისინი ნამდვილ ალკოჰოლს იღებდნენ. სხვათა შორის, რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა ეს ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო.

image


ფილმ "სიყვარულის მონაში" მსახიობი როდიონ ნახაპეტოვი მთვრალი ვიქტორ როტოცკის როლს ვერაფრით ირგებდა, ბოლოს შეწუხებულმა ნიკიტა მიხალკოვმა გადამღემ ჯგუფს არაყის ბოთლის მიტანა უბრძანა, რეჟისორმა მსახიობს სასმელი პირში ძალით ისე ჩაასხა, რომ მისთვის არც კი უკითხავს, ამიტომ ფილმში ნახაპეტოვის დაბინდული მზერა და მობარბაცე სიარულის მანერა - სულაც არ გახლავთ მსახიობის იმპროვიზაცია.


image


ყველასთვის საყვარელი ფილმის "მიმინოს" გადაღებისას ვახტანგ კიკაბიძესა და ფრუნზიკ მკრტჩიანს მოლხენა და დალევა განსაკუთრებით უყვარდათ. ერთ - ერთი ასეთი გადაღების დღეს, მსახიობებმა მთელი ღამე აქეთ - იქით ხეტიალში გაატარეს და გადასაღებ მოედანზე არც თუ ფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდნენ. სწორედ იმ დღეს იღებდნენ ცეკვის ცნობილ სცენას, ამიტომ რეჟისორმა გიორგი დანელიამ გადაწყვიტა არაფხიზელი მსახიობების მონაწილეობით რამდენიმე დუბლი გადაეღო, თუმცა შეზარხოშებული მთვარი როლის შემსრულებელთათვის საკმარისი მხოლოდ ერთი დუბლი აღმოჩნდა, რომელც საბოლოოდ, ფილმშიც შევიდა.




ფილმ "ცუდი კარგი კაცის" გადასაღებ მოედანზე ანატოლი პაპანოვმა იოსებ ხეიფიცი გაანაწყენა.

image


მსახიობმა მთელი ღამე მეგობრებთან ერთად დროს ტარებაში გაატარა, გადასაღებ მოედანზე მისული კი - ფეხზე ძლივს იდგა და ორ სიტყვასაც კი ვერ აბამდა, რეჟისორი იძულებული გახდა სცენა შეეცვალა: დაღლილი ექიმის მონოლოგის წაკითხვის ნაცვლად პაპანოვმა დაღლილობისგან ჩაძინებული კაცის როლი "ითამაშა". სასაცილო სწორედ ის არის, რომ კრიტიკოსები აღფრთოვანებულები ამ სცენით დარჩნენ.


0
487
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
487