x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
”დამირეკა, 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე, დამხვდიო…” – გუდაურში დაღუპული პილოტის ცოლი
image


გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მფრინავი ზაზა ლორია ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს.

.

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე. საშინელი ტრაგედია მოხდა, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. საშინელი მდგომარეობაა, არ ვიცი ეს რა კატასტროფაა. ძალიან ბევრი ჰყავს გადარჩენილი და დღესაც ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ზაზა რომ მიფრინავდა, ყველა მშვიდად ვიყავით, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა.


.

ბედნიერი წლები გავატარეთ, ბედნიერი მეუღლე ვიყავი, ყოველთვის ვამაყობდი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება, ყველას გადამრჩენელი, მაშველი თუ კი რამ შეეძლო. საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, მამა, ბაბუა, ყველასთვის. ძალიან მიმძიმს მისი წარსულში თქმა და მოყოლა. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ეს ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გადაერჩინა, როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა. ნამდვილად ვიცი რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, პირველი შემთხვევა არ იყო, მფრინავისთვის ეს თანმდევია”, – ამბობს გარდაცვლილი პილოტის მეუღლე “ტვ პირველთან”.

/

შეგახსენებთ, წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ვერ­ტმფრენ­ი, სა­დაც პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბი და ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კლდეს შეეჯახა და აფეთქდა.

ბორტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე, ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ვე­ნეც­კი, კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი. სამწუხაროდ ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

.

გარდაცვლილია პარაპლანით ხევში ჩავარდნილი არაბი ტურისტიც, რომლის გამოც სამაშველო ჯგუფის გამოძახება და სამძებრო ოპერაციის დაწყება გახდა საჭირო. ხოლო პარაპლანისტი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ცნობით, დაშავებული პარაპლანისტის ძმა მართავდა ორი კვირის წინ პარაპლანს, რა დროსაც ასევე გუდაურში დაშვებისას არასრულწლოვანი ტურისტი დაიღუპა.

4
81
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
81
  
2022, 30 ივლისი, 11:25
ვუსამძიმრებ პირველ რიგში მათ ოჯახს,მის ახლობელებს და ნათესავებს. ასევე,ყველა იმ ადამიანების,რომელბიც დაუღალავად ემსახურებიან საქართველოს და ყოველ წუთს მზად არიან თავი გაწირონ,მათ ოჯახის წევრები დაკარგეს და არანაკლებად დამწუხრებულები არიან,ვიდრე გარდაცვლილთა ოჯახები.
2022, 30 ივლისი, 11:21
კომენტარი გააკეთა შამილმა და ტალახის სროლა დაუწყეს,ვის სვრით ტალახს? რა გგონიათ,რომ რამე ისე რო ყოფილიყო არ იტყოდა? თუ ნაბოთლარი პოლიტიკოსი გგონიათ? ძველი ტექნიკა გვაყავს,ეს მანაც იცის,ჩვენც ვიცით და ყველამ იცის,რა გააკეთეთ რო შეგეცვალათ? წურბელებივით ხართ ჩამოკიდებულები ბიუჯეტის ფულზე და სხვას აწმინდავთ ხელებს,თან ვის შამილს? არ გამოგივათ ეგეთები არავის,ასეთ ხალხზე დგას ეს ქვეყანა ჯერ კიდევ და არა თქვენაირ წურბელებზე. აგერ გეუბნებით,რომ ძველი იარაღი აქვთ ჯარებს და მიდით გამოუცვალეთ,რომელიმემ უარი გითხრათ? ჯარში მსახურის დროს მიჭედავდა იარაღი და დღესაც უჭედავს ალბათ ბიჭებს,ხოდა მოიკითხეთ ეს ხალხი? თუ უნდა დაზიანდნენ და მერე გამოხვალთ ფრთიანი ფრაზებით. რა გგონიათ,რომ ბიჭებმა არ იციან რო იარაღმა შეიძლება გაუჭედოთ ომის დროს,მარა რა ქნან? წითელ ხიდზე შემოგიერთდნენ? მიდიან მაინც და კბილებით იცავენ ამ ქვეყანას. შეშვით ამ უაზრო ისტერიკას,თუ გეწყინათ ამ ხალხის სიკვდილი,მაშინ იგლოვეთ და თუ არა,არავინ გთხოვთ ტირილს.
2022, 30 ივლისი, 11:12
რაც შეეხება ტექნიკის სიძველეს,ესეც თითიდან გამოწოვილი მიზეზებია და ტრაგედიის მორიგი გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად. შესაძლოა და ასეც უნდა იყოს,რომ ახალი ტექნიკა გვყავდეს და ყველაფერი უმაღლესი სტანდარტის,მაგრამ არ გვაქვს. რატომ არ გვაქვს ეგ შორს წაგვიყვანს და აქ მაგის დრო არ არის. ძველი ტექნიკა იყო,მაგრამ ასეთი გამოცდილი პილოტი არ დაჯდებოდა გაუმართავ შვეულფრენზე და ეკიპაჟს არ წაიყვანდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ და პატივი უნდა ვცეთ ამ პილოტის არჩევანს და პროფესიონალიზმს. საქართველოს ყავს მაღალი დონის მფრინავები და ამაზე დაზიანებული შეულფრენითაც უფრენიათ,ბევრად კრიტიკულ სიტუაციებში. თუნდაც ჯიმი მაისურაძე გავიხსენოთ და მისი გმირობა აფხაზეთის ომის დროს. ისეთ სიტუაციაში და ისეთი შედიოდა,სადაც მინიმალური შანსი იყო გადარჩენის და სწორედ ასეთის დრო დაიღუპა. რომ გააცოცხლო და კითხო,წავა თუ არა იგივე დავალებაზე,პასუხი იქნება დადებით. იცის რო შეიძლება მოკვდეს და იცის,რომ შეიძლება დაიტანჯოს,მარა წავა მაინც. იმიტო რო გმირია და იმიტომ რო დიდია,წითელ ხიდისკენ გამქცევი ვერ გაიგებთ ამას. იმიტომ წავა რო იქ ელოდებიან და მისი იმედი აქვთ,იმედების გაცრუებას სიკვდილი ურჩევნიათ. ასეთი არის ჯიმი მაისურაძე,ასეთი არის ზაზა ლორია და ასეთი არის შამილი.
2022, 30 ივლისი, 11:03
ძალიან სამწუხაროა ასეთი პროფესიონალის დაკარგვა,ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს აუნაზღაურებელი დანაკარგია. ეკიპაჟის ყველა წევრი და ზოგადად,ამ საქმიანობაში ჩართული ყველა ადამიანი გმირია,როგორც პოლიცილიელი და როგოც ჯარისკაცი. ეს ხალხი იმ ადგილბში მიდიან,საიდანაც სხვები გარბიან და სიცოცხლის ფასად უწევთ დავალების შესრულება. ვისურვებდი,რომ სიცოცხლეშივე საკმარისი პატივისცემა მიეღოთ ამ გმირ ხალხს და მეტი სიყვარული ეგრძნოთ საზოგადეობისგან.

ჩემი აზრით,რომელიც ეყრდნობა გმირი პილოტის, ჯიმი მაისურაძის მერე ყველაზე მაგარი მფრინავის,თავისი ქვეყნის და ხალხისთვის თავდადებული ადამიანი შამილის ვარაუდს, ეს იყო ბუნებრივი პირობებისგან წარმოქმნილი დაბრკოლება,რამად უკანა ფრთის დაზიანება გამოიწვია და მოხდა ტრაგედია. პილოტის პროფესიონალიზმზე მეტყველებს,თუ როგორ შეაკავა დაზანებული შეულმფრენი რაომედნიმე წამი და როგორ ცდილობდა მინიმალური შანსის გამოყენებას,მაგრამ უკანა ფრთა მოწყდა და მოხდა სამწუხარო ამბავი. საუბარი იმაზე რო ეს იყო პილოტის ბრალეულობა არის უპატივცემულობა ამ პიროვნების და ზოგადად,ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების.
0 1 4