x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121411
  • ვიდეო:354790
  • სურათი:493433
უიმედო ონკოლოგიურმა პაციენტმა უკვე 17 წელი იცოცხლა და განიკურნა

ქალს, რომელსაც მაქსიმუმ ერთი წლის სიცოცხლე ჰპირდებოდნენ, ახლა კიბოსგან სრულიად თავისუფალია.
image
45 წლის ბექს პაპა-ადამსი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივად ნაწლავის კიბოთი დაავადებული პაციენტია. ბექსს, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას, 29 წლის ასაკში მსხვილი ნაწლავის კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, დაავადება ძალიან შორს წავიდა და ახალგაზრდა ქალს მაქსიმუმ ერთი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. თუმცა, მათი პროგნოზები არ გამართლდა - ბექსმა არა მხოლოდ იცოცხლა მას შემდეგ 17 წელი, არამედ განიკურნა და გახდა იოგას კვალიფიციური ინსტრუქტორია, წერს Daily Mail.
ბექსის თქმით, მას დიაგნოზი მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ დაუსვეს ნაწლავის კიბოს პირველი სიმპტომების გაჩენიდან, როგორიცაა სისხლი განავალში. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო ასეთი დიაგნოზისთვის და ჩათვალეს, რომ ბექსს უბრალოდ ბუასილი ჰქონდა.

დიაგნოზი უფრო ადრე რომ დაესვათ, დაავადება ადრეულ ეტაპზე იქნებოდა დაფიქსირებული და ბექსს არ მოუწევდა ამდენი ტანჯვა, მან გადაიტანა ცხრა მუცლის მძიმე ოპერაცია, თვითეული მინიმუმ ექვს საათს გრძელდებოდა. ყოველ ჯერზე მისი ოჯახი ემშვიდობებოდა მას, რადგან გადარჩენის შანსი მინიმალური იყო.

ახლა ქალი განკურნებლია კიბოსგან, მაგრამ მას აქვს ნაწლავის მუდმივი სტომა (ნახვრეტი) კოლოსტომიის პარკით. ბექსი ამბობს, რომ ეს ხელს არ უშლის მას ნორმალური ცხოვრების წარმართვაში და იოგას სწავლებაში. მის ონლაინ იოგას კურსს, რომელიც მოიცავს სუნთქვისა და მედიტაციის ტექნიკას, დაახლოებით 130 000 გამომწერი ჰყავს.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0