x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დაიანა უებერი-ქალი, რომელიც იმავე ადამიანმა აღმოაჩინა, რომელმაც იპოვა მერლინ მონრო
imageდღეს, 29 ივლისს დაბადებიდან 90 წელის შეუსრულდებოდა, ამერიკელ მოდელს, პინ აპ გოგონას, მსახიობს და მუცლის ცეკვის დიდოსტატს დაიანა უებერს. მას ჩვენში ფაქტობრივად არც იცნობენ, არა და ამერიკაში გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში მერლინ მონროს და სხვა სექს-სიმბლოებს ტოლს არ უდებდა.


მშვენიერი და სექსუალური დაიანა უებერი დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ქალიშვილობის გვარი და სახელი იყო მარგარეტ დაიანა ემპეი. ის იყო სცენარისტისა და პროდიუსერის არტურ გაი ემპეისა და ჰოლივუდის მსახიობის, მის ლონგ-ბიჩის, მარგარიტა ანდრუსის ქალიშვილი.

image

დაიანა ბავშვობაში გუნდში მღეროდა და ამასთანავე მიიღო ფორმალური საბალეტო განათლება. 1955 წელს და იგი აღმოაჩინა იმავე ადამიანმა, რომელმაც აღმოაჩინა ახალგაზრდა მერლინ მონრო. იგი მუშოაბდა მრავალი პროფესიონალი ფოტოგრაფისთვის, მათ შორის პიტერ გოულენდისთვის, ბანი იეგერისთვის და კიტ ბერნარდისთვის.


image

ჯერ კიდევ სახელწოდებით მარგარეტ ემპეი, ის იყო Playboy-ის თვის საუკეთესო Playmate 1955 წლის მაისში და 1956 წლის თებერვალში. 1956 წლის გამოცემის ფოტოსესია რუს მაიერმა გადაიღო.

image

იგი დაქორწინდა ჯო უებერზე 1955 წელს, რის შემდეგაც საზოგადოებას უკვე უებერის გვარით წარუდგა

გამორჩეულად მოხდენილი და ვნებისამშლელი 39C-23-37 ფიგურით, ჰიპნოტიკურად მგრძნობიარე დიდი ბუნებრივი მკერდით, დაიანა იყო 1950-იან და 1960-იან წლებშიერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პინ-აპ გოგონა, რომელიც ამშვენებდა ისეთ ცნობილ მამაკაცის ჟურნალები, როგორიცაა "Frolic", "Escapade", "Adam", "Beau", "Jem", "Tiger", "Modern Sunbathing", "Mermaid", "Monsieur", "Fling", "American Nudist, " " Outcast ", " Nugget" და "Esquire".

image

ამის გარდა იგი იყო აღიარებული ნუდისტი, მასთან თანამშრომლობდნენ ყველაზე ცნობილი გლამური ფოტოგრაფები, რომელთა ნაწილიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

image

დიანა გამოჩნდა მრავალი გამოცემის გარეკანზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ "ნატურისტულ" ცხოვრების წესს. გარდა ამისა, იგი ასევენებდა რამდენიმე ცნობილი მუსიკოსის ალბომების ყდას.

image

დაიანამ ითამაშა რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო შოუში / მან განასახიერა ქალთევზა ფილმებში The Mermaids of Tiburon (1962) და Voyage to the Bottom of the Sea: Mermaid (1967).

image

მან განასახიერა საკუთარი თავი რას მაიერის 1962 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში "ეს ჩემი სხეულია".(This Is My Body)

image

მსახიობობისა და მოდელირების გარდა, ვებერი ასევე იყო ცნობილი მუცლის მოცეკვავე და ცეკვის მასწავლებელი.

image

ჯუნ ლანგის მიერ დაწერილ ნაწარმოებში „სასწაულებრივი ვებერები“აღწერილია უებერის ნუდისტური ცხოვრების წესი. 1975 წელს დიანა დამნაშავედ ცნეს საფოსტო უხამსობაში, მაგრამ მოგვიანებით განაჩენი გააუქმეს.

image

დაიანა უებერი გარდაიცვალა 2008 წლის 19 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, კალიფორნია 76 წლის ასაკში სიმსივნიზე ქირურგიის ჩარევის შემდეგ გამოწვეეული გართულების შედეგად.



image

ასევე იხილეთ


40 წლის წინ გარდაიცვალა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი თვითმარქვია-ავანტურისტი ფერდინად(ფრედ) დემარა, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებით იცვლიდა პროფესიებს, თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან შესანიშნავად გაართვა თავი სხვადასხვა პროფესიის შესრულებას - იყო მღვდელი, ქირურგი, სტომატოლოგი, ინჟინერი, ფსიქ...



დღეს 18 მაისს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა გერმანელ მომღერალ სანდრას.ამ ცქრიალა გოგონამ მრავალი ქვეყნის მსმენელი დაიპყრო თავისი მომხიბვლელი გარეგნობისა და შესანიშნავი ხმის კომბინაციის წყალობით. მას თაყვანს სცემდნენ ფანები ევროპიდან, იაპონიიდან, კორეიდან, აზიის ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა იგი უზომოდ პოპულარული იყო საბჭოთა კა...


image

გასული წლის დეკემბერში შედგა BBC One-ს ახალ სერიალის პრემიერა, "A Very British Scandal" რომელშიც მთავარ როლს ასრულებს სერიალ "გვირგვინის"(The Crown) ვარსკვლავი, კლერ ფოი არგილის ჰერცოგინიის-მარგარეტ კემპბელის როლს, იმდენად დამცირებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქალბატონისას, რომ მას საზოგადოებაში მოიხსენიებდნენ, როგორც "ბინძურ ჰე...



image

100 წლის წინ, 1922 წლის 19 იანვარს თბილისში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი მიქაელ არამიანცი.ქვემოთ გაეცნობით მის დრამატიზმის აღსავსე ცხოვრების დეტალებს. დაიბადა 1843 წლის 4 მაისს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში სოფლის თემის უფროსის ოჯახში მი...


0
677
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0