x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"13 წლის გოგონას საკუთარი ოჯახი საქალწულე აპკის მთლიანობის შემოწმებას აიძულებდა"
image

13 წლის გოგონას საკუთარი ოჯახი საქალწულე აპკის მთლიანობის შემოწმებას აიძულებდა, ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ფემინა" საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.


"დაახლოებით 1 თვის წინ, 13 წლის არასრულწლოვანმა დახმარებისთვის მიმართა მეგობრის სრულწლოვან დას და თავის არასრულწლოვნან მეგობარს.


გოგონა ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად, რის საფუძველზეც არასრულწლოვანმა დახმარებისთვის ადვოკატს და სამართალდამცავებს მიმართა. ამ საქმეში არნახული გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა მოწმე თ. რ-მ, რომელსაც მოძალადეები საცხოვრებელ სახლში მიეჭრნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერი გამოიცა როგორც არასრულწლოვანის დასაცავად, ისე საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გენდერის ნიშნით ძალადობის ფაქტზე.



სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო მოძალადე ოჯახის წევრებმა ორდერი გაასაჩივრეს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ზემოქმედება მიმდინარეობდა არასრულწლოვანზე, სასამართლო პროცესზე კი ხდებოდა მოძალადის ადვოკატების მიერ არასრულწლოვნის დისკრედიტაცია, თითქოს ის იგონებდა ამბავს, ასევე ისინი აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ ჭიპის გამოჩენის გამო შეიძლება არასრულწლოვანს დაემუქრო ძალადობით, სიჯიუტის გამოვლენისას კი ძალადობრივი მეთოდებიც გამოიყენო, მოსამართლემ გაიზიარა არასრულწლოვანის ადვოკატების დასაბუთებული პოზიცია შემაკავებელ ორდერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა მოძალადის სარჩელი.


არასრულწლოვნის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავს (არასამთავრობო ორგანიზაცია - "უფლებები საქართველო")


აღსანიშნავია, რომ მოწმე თ.რ-მ ეფექტურად ითანამშრომლა როგორც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან, გამოძიებასა და პროკურატურასთან, რაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.

1
579
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
579
  
2022, 29 ივლისი, 11:17
13 წლის მოზარდის საქალწულე აპკის ყოფნა/არ ყოფნა რატომ დადგა დღის წესრიგში? ათხოვებდნენ თუ რამე ისეთი მოხდა? ძალიან მშრალი ინფორმაცია და ბევრ კითხვებს ბადებს. მოძალადე უნდა დაისაჯოს ასეთის არსეობოს შემთხვევაში. ვინ შეიძლება აიძულოს 13 წლის მოზარდი ქალიშვილობაზე შემოწმდეს,მშობლებმა ან მეურვემ,ხოდა ასეთ რამეს რატო იზავს? ე.ი. ეჭვი არსებობს,რომ მან სექსუალური კავშირი დაამყარა ან რამე მოხდა,რამაც საქალწულე აპკის დეფორმირება გამოიწვია. ხო შეიძლება,რომ ვიღაცასთან ქონდა სქესობრივი აქტი და ამაზე ეჭვი გაუჩნდა მშობელს ან მეურვეს,რა არ აქვს უფლება მშობელს იცოდეს,რა მოუვიდა შვილს? ხომ შეიძლება პედოფილიასთან გვქონდეს საქმე და როგორც ხდება ხოლმე,მსხვერპლი აჟიტირებული ყოფილიყო პედოფილით? ვითომ ხო გგონიათ,რომ ამ კაცთა მოძულეებმა ადამიანი დაიცვეს,მარა სინამდვილეში შეიძლება ხელი შეუწყვეს პედოფილს. გიჟებს რა დალევს ამ ქვეყანაში,მარა ესე არაფრის გამო შვილს არ შეუმოწმებს ამ ამბავს.
0 1 1