x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კიმ ჩენ ინი მზადაა, ამერიკას და სამხრეთ კორეას ბირთვული დარტყმა მიაყენოს
imageკიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი შეერთებულ შტატების და სამხრეთ კორეაის წინააღმდგ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.


გუშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 1950-53 წლების კორეის ომის დასრულების 69 წლისთავთან დაკავშირებით ომის ვეტერანებს შეხვდა.სწორედ იქ გააჟღერა მუქარა დიქტატორმა.


კიმ ჩენ ინმა ისაუბრა შიდა ერთიანობის გასძლიერებაზე და აღნიშნა, რომ მუქარა სერიოზული იქნება შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მოკავშირეები ემზადებიან გაფართოებული საზაფხულის წვრთნებისთვის, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ხედავს, როგორც მათ ქვეყანაში შეჭრის რეპეტიციას.

image


კიმ ჩენ ინმა თქვა: ”ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან უპასუხონ ნებისმიერ კრიზისს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ბირთვული შეკავება ასევე მზადაა მოახდინოს თავისი აბსოლუტური ძალების სრულად მობილიზება მორჩილად, ზუსტად და სწრაფად, თავისი მისიის შესაბამისად”.


მან დაადანაშაულა შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის „დემონიზაციაში.“

მისი თქმით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებმა აჩვენა აშშ-ს "ორმაგი სტანდარტები" და "განგსტერული" პოზიცია, ხოლო ჩრდილოეთ კორეის რუტინულ სამხედრო აქტივობებს - აშკარა პროვოკაციად ან მუქარად განიხილავენ.



კიმმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იუნ სოკ იოლის, რომელმაც ახლახან დაიკავა თანამდებობა, "კონფრონტაციული მანიაკი" უწოდა, რომელიც უფრო შორს წავიდა, ვიდრე სამხრეთ კორეის წინა ლიდერები და დასძინა, რომ მის კონსერვატიულ მთავრობას "განგსტერები" ხელმძღვანელობდნენ.



2022 წლის 10 მაისს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, იოლის მთავრობამ, უსაფრთხოების მიზნით, შეერთებულ შტატებთან გააძლიერა სამხედრო ალიანსი და გააძლიერა ჩრდილოეთ კორეისგან ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება, მათ შორის პრევენციული დარტყმების შესაძლებლობაც.


”ჩვენი ერის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე ლაპარაკი, რომელსაც გააჩნია აბსოლუტური იარაღი, რისიც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ, სასაცილოა და ძალიან საშიში თვითმკვლელობაა. ასეთი საშიში მცდელობა დაუყოვნებლივ დაისჯება ჩვენი ძლიერი ძალების მიერ და იუნ სოკ იოლის მთავრობა და მისი სამხედროები განადგურდებიან."-დასძინა კიმ ჩენ ინმა.

2
246
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
246
  
2022, 2 აგვისტო, 17:56
ერთი ციცქნა ქვეყნის ლიდერი რო ასე იბრიქება,გამოდის რო ან სულელია ან ძლიერი მოკავშირის ზურგი აქვს ან ორივე ერთად. არავის სჯერა რო ეს მონათა ქვეყანა ვინმეს საფრთხეს შეუქმნის,შეიძლება ის ბომბებიც ვერ გაისროლონ,რაც აქვთ და რითაც იბაქებიან.ვიღაც აბედინებს ამას,რადგან ეს კომპლექსიანი ტიპი ამის გამკეთებელი არ არის მარტო. ყველაზე ლოგიკური რუსეთთან მოკავშირეობაა,მაგრამ არც ეგრე იქნება საქმე,არც ამერიკას უშავდება რამე ასეთის ყოლის შემტხვევაში. აშშ მტრის ხატს ქმნის და ასე იგრძლებს ჰეგემონიას. როგორც ქოცები და ნაცები არის ერთი კამანდა,მსგავსი სიტუაცია იქნება აქაც.
2022, 28 ივლისი, 17:18
დებილ!!!
0 1 2