x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
11 ფაქტი, რომლებიც სრულ აბსურდად მოგეჩვენებათ, მაგრამ სრული სიმართლეა

მსოფლიოში, სადაც მრავლლადაა ყალბი სიახლეები და მოვლენები, რთულია ფაქტებს დაუჯერო, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც მოგონილი მითი გეგონათ. წარმოგიდგენთ აბსურდულ ფაქტებს, რომლებიც ალბათ თქვენც მოგონილი მითი გეგონათ:

1. სერიული მკვლელი ჯეკ მფატრავი მაშინაც კი სჩადიოდა თავის დანაშაულებს, როც ა იაპონური კომპანია Nintendo დაარსდა. დამნაშავე “მოღვაწეობდა" 1888 წლის მეორე ნახევრიდან 1891 წლამდე, ხოლო იაპონური კომპანია Nintendo დაარსდა 1889 წელს.image

2. აშშ-სა და რუსეთს შორის მანძილი 4 კილომეტრზე ნაკლებია. ბერინგის სრუტის შუაში მდებარეობს დიომედეს კუნძულები: რატმანოვის კუნძული, რომელიც უფრო დიდია და მდებარეობს დასავლეთით, და კრუზენსტერნის კუნძული. ალასკასა და ალეუტის კუნძულების გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით (1867 წ.), საზღვარი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გადის კუნძულებს შორის შუაში. ამრიგად, რატმანოვის კუნძული ეკუთვნის რუსეთს, ხოლო კრუზენსტერნის კუნძული ეკუთვნის შეერთებულ შტატებს. კუნძულებს შორის მანძილი 4 კილომეტრზე ნაკლებია.image

3. Netflix დაარსდა 1997 წელს, ხოლო Google 1998 წელს, ამრიგად ნეტფლიქსი Google -ზე ადრე დაარსდა.image

4. Adidas-ის (ადოლფ დასლერი) და Puma-ს (რუდოლფ დასლერი) დამფუძნებლები ძმები არიან.image

5. შოტლანდიის ნაციონალური ცხოველი ე. წ. უნიქორნია"image

6. პრინცესა მატოაკა, ასევე ცნობილი როგორც პოკაჰონტასი (1595 - 1617), ცხოვრობდა უილიამ შექსპირის ეპოქაში (1564 - 1616).image

7. გეპარდებს არ შეუძლიათ ღრენა. ისინი შინაური კატებივით კნავიანimage

8. პატარა ღრუბელი შეიძლება იწონიდეს 20-დან 100 კილოგრამამდე, რაც დამოკიდებულია მასში არსებულ ტენიანობაზე და ზომაზე.image

9. „პლანეტის ფილტვები“ არის არა ხეები, არამედ ფიტოპლანქტონი, რომელიც პლანეტაზე ჟანგბადის მთავარი მწარმოებელია.image

10. მდედრი იხვნისკარტა კვებავს თავის პატარას რძით, რომელიც გამოდის მუცლის გაფართოებული ფორებით. ფაქტობრივად რძით იოფლება.image

11. ჭიანჭველები არ იღებენ დაცემისას ზიანს, ჰაერი ზედმეტად მკვრივია იმისთვის, რომ ჭიანჭველა როგორღაც დაზიანდეს.image

0
758
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0