x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამოსის და ფეხსაცმლის შერჩევა – 6 ძირითადი წესი დაბალი გოგონებისთვის

დაბალი სიმაღლე საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით, გოგონებს შორის. ზოგიერთი, ამის გამო, კომპლექსდება. ზოგი კი, პირიქით — ამას უპირატესობად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამოსის სწორედ შერჩევა, ტანმორჩილი გოგონებისთვის, ადვილი არა არის.

აქ 6 მთავარ წესს გთავაზობთ, ტანსაცმლის შერჩევაში დაეხმარებათ:


image


1. ატარეთ ქვედაბოლოები და ჯინსი მაღალ წელზე
ასეთი დიზაინის შარვალი სილუეტს ვიზუალურად აგრძელებს და ადამიანი, რეალურთან შედარებით, უფრო მაღალი ჩანს. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ წელს ქამრითაც გამოკვეთთ.

2. «ოვერსაიზი» — თქვენთვის არ არის
მოცულობითი სტილის სამოსი, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში «ოვერსაიზს» (ინგ. Oversize – დიდი ზომა) ეძახიან, მინიატიურული გოგონებისთვის არ არის. დაბლებს დიდი და განიერი სამოსი, იქნება ეს მაისური, კაბა, თუ შარვალი — უფრო ადაბლებს.
ამიტომ, ისეთი ტანსაცმელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ფიგურაზე კარგად ჯდება და გამოკვეთს მას, ანუ ტანზე მომდგარი.

3. ნუ ჩაიცვამთ გრძელ კაბას ან ქვედაბოლოს
გრძელი ქვედაბოლოები ასევე ამოკლებს სილუეტს. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ატარეთ ქვედაბოლო «ფანქარი» ან ქვედაბოლო, რომლის სიგრძე მუხლს ზევით იქნება.

4. სიგრძე «მიდი»
ასეთი სიგრძის სამოსი ფეხებს «ჭრის» და ვიზუალურად ამოკლებს, იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არის. ამასთან, ეს ერთნაირად ეხება, როგორც ქვედა ბოლოს, ისე შარვალს.


image


5. ვერტიკალური ზოლი
არსებობს მოსაზრება, რომ ვერტიკალურ ზოლებიანი სამოსი ადამიანს უფრო გამხდარს აჩენს... და ეს მართლაც ასეა. გარდა ამისა, ასეთი პრინტი ფიგურას აგრძელებს კიდეც.

ამიტომ, შეეცადეთ, კაბები და შარვლებიც ვერტიკალური ზოლებით ჩაიცვათ.

6. ქუსლი თუ პლატფორმა?
შეეცადეთ ატაროთ ქუსლიანი ან ფეხსაცმელი პლატფორმაზე, მაგრამ სამოსის სწორედ შერჩევის შემთხვევაში, სპორტული ფეხსაცმლის ჩაცმაც შეიძლება. ხოლო, ყველაზე მთავარი ფეხსაცმლის შერჩევისას, მისი ფერია. ის აუცილებლად ღია ფერის, უფრო სწორედ, კანის ფერის უნდა იყოს, რომ ფეხს შეერწყას და ვიზუალურად დააგრძელოს.


image


image

imageimageimageimage



0
280
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0