x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
ყველაზე დაცული ადგილები, სადაც ისტორიული დოკუმენტები და არტეფაქტები ინახება

image
მიუხედავად ინტერნეტ ტექნოლოგიების ხანისა, როდესაც თითქმის ნებისმიერი დოკუმენტი, ვიდეო ჩანაწერი ან ციფრული ხელნაწერი მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით არის ხელმისაწვდომი, არსებობს დახურული არქივები, სადაც ინახება საიდუმლო მონაცემები. წარმოგიდგენთ რამდენიმე საიდუმლო საცავს, რომელმთა შესახებ ალბათ მაინც გსმენიათ.

მორმონის საცავი
image

დავიწყოთ მორმონის მიწისქვეშა საცავით, რომელიც მდებარეობს ზუსტად გრანიტის მთის ქვეშ 200 მეტრის სიღრმეზე სოლტ ლეიკ სიტის მახლობლად. ის ეკუთვნის იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიას.

ამ ბუნკერს შეუძლია გაუძლოს ბირთვული დარტყმის შედეგებს. უსაფრთხოების სისტემის კი მსოფლიოში საუკეთესო ბანკებსაც შეშურდებათ. კონკრეტულად რას იცავენ იქ ეკლესიის მიმდევრები, უცნობია. ბოლოს და ბოლოს, მასზე წვდომა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლებს აქვთ.

არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ იქ ინახება ჩანაწერები, სადაც აღწერილია ორგანიზაციის მთელი ისტორია და გენეალოგიური ხეებიც კი.

საიენტოლოგთა საცავი
image
საიენტოლოგთა ეკლესიას ასევე შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ მისი საცავი დაფარულია ყველა ცნობისმოყვარე თვალისგან. ეს ბუნკერი მდებარეობს ნიუ-მექსიკოს უდაბნოში და შეუძლია გაუძლოს წყალბადის ბომბის ზემოქმედებას.

ორგანიზაციის წმინდა ტექსტები ხელმისაწვდომია მხოლოდ ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი მღვდელმთავრებისთვის და თუ დააკვირდებით ობიექტის ადგილმდებარეობას, შეგიძლიათ დაინახოთ რამდენიმე ნიშანი, რომლის დანიშნულებაც უცნობია.

რომის პაპის საიდუმლო არქივი

image
ალბათ ყველაზე ცნობილ საიდუმლო საცავს წარმოადგენს რომის პაპის არქივი, რომელსაც იცავს ვატიკანის გვარდია.

ეს საცავი შეიცავს უამრავ სხვადასხვა ჩანაწერს, იქ დაცული უძველესი დოკუმენტი თარიღდება ჩვენი ეპოქის VIII საუკუნით და, ოფიციალური მონაცემებით, უკვე არსებობს 1 მილიონზე მეტი დოკუმენტი, ხოლო სპეციალურად მომზადებული საცავების საერთო სიგრძემ უკვე მიაღწია 84 კილმეტრს.

ამ საცავში მოხვედრა ასევე უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს, რადგან თავად პაპისა და ეკლესიის ავტორიტეტის უმაღლესი ეშელონის გარდა, მხოლოდ იმ ისტორიკოსებს აქვთ მასზე წვდომა, რომლებმაც გაიარეს სპეციალური შემოწმება.

მიუხედავად იმისა, რომ პაპის არქივიდან გარკვეული დოკუმენტები რეგულარულად ხვდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, კონსპიროლოგები და შეთქმულების თეორეტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ უძველესი ცოდნა იმალება მის დერეფნებში, რომელიც ეწინააღმდეგება ბევრ ოფიციალურ ვერსიას.

სიონის მარიამის ტაძრის სამლოცველო ეთიოპიაში

image
ეს რელიგიური ნაგებობა განთქმულია იმით, რომ მასში განთავსებულია ეთიოპიის ქრისტიანთა ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი - ერთგვარი სკივრი, რომელსაც აღთქმის კიდობანს უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, მასში (კიდობანში) ადრე ინახებოდა: ოქროს ჭურჭელი ზეციური მანანა, აარონის კვერთხი და ათიდან ორი ფილა მოსეს მცნებიდან.

ახალ შენობაში შეიქმნა კიდობნის ზუსტი ასლი მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია, მაგრამ ძველ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს - მეთვალყურე ბერს.

მეთვალყურე ბერი არასოდეს ურთიერთობს უცხო პირებთან და არც აქვს უფლება დატოვოს ტაძრის ტერიტორია.

მისი სამსახური უვადოა და მას უფლება აქვს, რელიქვიას შეეხოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ დადგება განკითხვის დღე.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საიდუმლო ადგილებისა, სადაც ინახება წარსულში მოპოვებული სხვადასხვა ცოდნა.


ასევე იხილეთ:

5 ლეგენდარული საგანძური, რომელიც დღემდე ვერ იპოვეს




0
225
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0