x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508575
კომეტა "ჰალეიმ" შეიძლება Webb -ის 10 მილიარდიანი ტელესკოპი დააზიანოს
image
ობსერვატორიისთვის სახიფათო ვითარება შეიქმნება მომავალი წლის და 2024 წლის მაისში, როდესაც ტელესკოპი გაივლის ნამსხვრევების ნაკადს, რომელიც ჰალეის კომეტამ დატოვა.


უკვე ორი კვირაა, კოსმოსური ტელესკოპი Webb-ი ყოველდღიურად აკვირდება სამყაროს. ნასას არქივები ივსება ვარსკვლავების და გალაქტიკების ახალი სურათებით. კოსმოსურ სააგენტოს მიაჩნია, რომ ობსერვატორიას, რომელიც დედამიწიდან 1, 5 მილიონი კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შესაძლოა მოკლე პერიოდში ცნობილი ჰალეის კომეტა დაეჯახოს, წერს Forbes-ი.



2022 წლის მაისში საკმაოდ დიდი 6, 5 მეტრის დიამეტრის მიკრომეტეორიტი მოხვდა Webb-ის კოსმოსური ტელესკოპის პირველადი სარკის ერთ-ერთ სეგმენტს. ამ ზემოქმედების გამო ეს სეგმენტი საგრძნობლად დაზიანდა, მაგრამ ნასას მიაჩნია, რომ ასეთი ინციდენტი არ იმოქმედებს მთელი სარკის მუშაობაზე. კოსმოსურმა სააგენტომ აჩვენა დაზიანების ამსახველი ფოტო.



image


მანამდე ტელესკოპის მთავარ სარკეს 4 პატარა მიკრომეტეორიტი დაეჯახა, რამაც სერიოზული დაზიანება არ გამოიწვია. ნასას პროგნოზით, პატარა კოსმოსური ქვები მუდმივად დაეჯახება ტელესკოპს. როგორც მაისის ზემოქმედებამ აჩვენა, დიდმა მიკრომეტეორიტებმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ობსერვატორიის მუშაობას.



მეცნიერები თვლიან, რომ მტვერი და ნამსხვრევები, რომლებსაც ჰალეის კომეტა ტოვებს მზის სისტემაში, შეიძლება დიდ საფრთხეს შეუქმნას Webb-ის ტელესკოპს. ნამსხვრევების ნაკადი შეიძლება შეიცავდეს საკმარისად დიდ მიკრომეტეორიტებს, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს Webb-ის ტელესკოპის მთავარი სარკის სეგმენტებს. როგორც ნასა პროგნოზირებს, ობსერვატორიისთვის სახიფათო ვითარება შეიქმნება მომავალი წლის და 2024 წლის მაისში, როდესაც ტელესკოპი გაივლის ნამსხვრევების ნაკადს, რომელიც დატოვა ჰალეის კომეტამ.


image


ეს ნაკადები დედამიწაზე ისეთი ცნობილი მეტეორული წვიმების გამოჩენის მიზეზია, როგორიცაა ეტა-აკვარიდები და ორიონიდები. პირველი ჩნდება მაისში, ხოლო მეორე - ოქტომბერში. დედამიწის ატმოსფეროში მტვრის ნაწილაკების შესვლისას საათში დაახლოებით 20 „ჩამოვარდნილი ვარსკვლავი“ შეიძლება შეინიშნოს.


image


ჰალეის კომეტა ერთადერთი კომეტაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. პირველად ჩვ.წ.აღ-მდე 240 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ ყოველ 75 წელიწადში ერთხელ უახლოვდება მზეს და ჩანს დედამიწიდან.


კომეტას სახელი ეწოდა ინგლისელი ასტრონომის ედმუნდ ჰალეის პატივსაცემად, რომელმაც ჯერ კიდევ 1705 წელს განაცხადა, რომ რამდენიმე ნათელი ციური ობიექტი ერთი და იგივე კომეტა იყო. მეცნიერმა იწინასწარმეტყველა, რომ კომეტა გამოჩნდება 1758 წელს, მაგრამ ამ მოვლენის სანახავად 16 წელი ვერ იცოცხლა.


კომეტა ჰალიეს ზომები 15 კმ 8 კმ-ზეა და მზის სისტემას 2061 წელს დაუბრუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ ტელესკოპი Webb-ი განკუთვნილია მაქსიმუმ 20 წლის განმავლობაში მუშაობისთვის, თავად კომეტა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან, ტელესკოპი უკვე მწყობრიდან გამოვა.


ჰალეის კომეტა, ისევე, როგორც სხვა კომეტები, შედგება მტვრისგან, ქანებისა და ყინულისგან. როდესაც კომეტა მზეს უახლოვდება, დნობის შედეგად კარგავს თავის მასალას. როდესაც კომეტა შორდება მზეს ტოვებს ნამსხვრევების ნაკადს.


image


ჯერჯერობით, მეცნიერები თვლიან, რომ ტელესკოპი დაზოგავს სივრცეში მანევრირების დროის იმ რაოდენობას, რომლის დროსაც ტელესკოპის მთავარი სარკე მიმართულია ორბიტალური მოძრაობის მიმართულებით.


რაც შეეხება ჰალეის კომეტას, უკანასკნელად ის მზის სისტემის შიდა ნაწილში 1986 წელს გაფრინდა. ახლა კომეტა 35 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა, რაც ჩვენი პლანეტიდან პლუტონამდე მანძილის ტოლფასია.


Webb-ის კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს სამყაროში ყველაზე შორეული და უძველესი გალაქტიკის აღმოჩენად. ამ გალაქტიკის სინათლე ტელესკოპმდე აღწევს 13, 5 მილიარდი წლის შემდეგ. ანუ, ეს გალაქტიკა გაჩნდა სამყაროს დაბადებიდან სულ რაღაც 300 მილიონი წლის შემდეგ.


Webb-ის ტელესკოპის შემუშავებისა და გაშვების ღირებულება ნასას ძვირი დაუჯდა, ხოლო, შემდეგი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი სამჯერ ნაკლები ეღირება. ეს ახალი ობსერვატორია კოსმოსში 4 წელიწადში იქნება გაშვებული და ილონ მასკი მის გაშვებაზე დიდ ფულს დახარჯავს.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0