x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
ეგვიპტელი მოსამართლე ითხოვს, პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ ბიჭი, რომელმაც გოგონა იმიტომ მოკლა, რომ ცოლობაზე უარი უთხრა
image

ეგვიპტის სასამართლო გეგმავს პირდაპირ ეთერში გადაიცეს მკვლელის ჩამოხრჩობა, რომელმაც დანით აჩეხა სტუდენტი გოგონა მას შემდეგ, რაც მან უარი უთხრა ცოლად გაყოლაზე.


6 ივლისს, უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის მოჰამედ ადელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თავის თანაკურსელის, მანსურ ნაირა აშრაფის მკვლელობის გამო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.


ამჟამად სასამართლო ითხოვს მისი სიკვდილით დასჯა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცეს, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები აღარ მოხდეს.



მოსამართლის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია: „მაუწყებლობამ, თუნდაც ის იყოს მხოლოდ პროცესის დაწყების ნაწილი, შეიძლება უფრო მიაღწიოს დასახულ მიზანს(ნაგულისხმებია დაშინება), რაც ვერ იქნა მიღწეული თავად განაჩენის გადაცემის დროს “.


image

შემზარავი კადრები გვიჩვენებს, რომ ადელი 20 ივნისს თავს ესხმის ნაირა აშრაფის უნივერსიტეტის მიდამოებში მდინარე ნილოსის დელტასთან . ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგონა იმ დღეს ბოლო გამოცდის ჩაბარებას აპირებდა.


გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, განრისხებულმა გამვლელებმა ადელი გააკავეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მას დანა ეჭირა ხელში და გოგონას უსიცოცხლო სხეულთან იდგა.


ნაირა აშრაფის ჭრილობები კისრისა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, იტყობინება ადგილობრივი მედია.


image

21 წლის მოჰამედ ადელმა გოგონას მოკვლა მას შემდეგ გადაწყიტა, როდესაც მან ქორწინებაზე უარი უთხრა.


image

სასამართლომ 28 ივნისს წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო მის სიკვდილით დასჯაზე, ერთი კვირის შემდეგ კი დაადასტურა განაჩენი. სააპელაციომ შეაჩერა განაჩენი, რომელიც 24 ივლისს გამოცხადდა.


0
1269
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0