x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"უნიჭო დამნაშავეებო, რას გეგმავთ ახლა?" - რას წერს ნინი გოგაშვილი ?

image


იოსებ გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს განცხადებას, სადაც განმარტავს, რომ მის სახლში მყოფ ახლობლებს გარკვეული დროის მანძილზე არ ჰქონდათ წვდომა როგორც "Wifi-ზე, აგრეთვე მობილურ ინტერნეტზე.


ამის შედეგად მან დახმარება სთხოვა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს.


ნინი გოგაშვილის თქმით :"სახლის გარე ტერიტორიიდან ძლივს დავუკავშირდი მაგთის და მითხრეს, რომ მათი მხრიდან არ ფიქსირდება რაიმე შეფერხება და ჩემს მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ აღდგა კავშირი."


გთავაზობთ სრულ "პოსტს":



"დაახლოებით 15 წუთის წინ, მე და ჩემი ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ ვახერხებდით wifi ან მობილური ინტერნეტის გამოყენებას უშუალოდ სახლის ტერიტორიაზე. ასევე ვერ ვახერხებდით ვინმესთან დაკავშირებას.


ამ მომენტში ჩემს სახლთან იმყოფებოდა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვისაც ვთხოვე გადაემოწმებინა მისი პირადი ტელეფონი, რომელსაც არ ჰქონდა პრობლემა ინტერნეტთან დაკავშირებით.


სახლის გარე ტერიტორიიდან ძლივს დავუკავშირდი მაგთის და მითხრეს, რომ მათი მხრიდან არ ფიქსირდება რაიმე შეფერხება და ჩემს მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ აღდგა კავშირი.


უცნაურია, ჩვენს სახლში მყოფ 10 ადამიანს ერთდროულად როგორ შეუწყდა კავშირი wifi და მობილურ ინტერნეტთან!


ქართული ოცნება / Georgian Dream უნიჭო დამნაშავეებო, რას გეგმავთ ახლა? გეშინიათ თქვენი მორიგი ძალადობრივი ქმედება ლაივ რეჟიმში კიდევ არ გავრცელდეს სოციალურ ქსელში? მსოფლიოს თქვენ თავად ყოველდღე არწმუნებთ, რომ თქვენი ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში არაა!"

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0