x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კგბ-ს აგენტს ვინც ეძახის გიას, ჯერ ქართულად საუბარი ისწავლოს" - ვის მიმართავს ნატო დუმბაძე?
image

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს ეხება და რომელიც დავით არახამიამ „კგბ“-ს აგენტად მოიხსენია:


"ერთს დავწერ, გია კობახიძეს ვიცნობ ახალგაზრდობიდან, ის უწესიერესი, უმაგრესი და სამშობლოს მოყვარული ადამიანია! და კგბს აგენტს ვინც ეძახის გიას, ჯერ ქართულად საუბარი ისწავლოს, გალკინმა ისწავლა ბოლო ბოლო!


და ზოგადად ვინ არის? ვის აინტერესებს მაგის აზრი, თავისი მშობლიური რუსული ენა გააღრმავოს, ქართული რომ არაფერი აცხია!"-წერს ნატო დუმბაძე და იქვე კომენტარში დამატებით განამარტებას აკეთებს:



"გიორგი კობახიძემ და გიორგი ჭანტურიამ რომლებიც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ (ედპ), 1992 წლის პარლამენტში შეიტანეს კანონი ლუსტრაციაზე, რომელიც სხვებმა ჩააგდეს!"


შემდეგ პოსტში ნატო დუმბაძე აგრძელებს თემას და წერს, რომ დროა ცილისწამება დასჯადი გახდეს:


"აი, ერთ რამეს ვერ ვიგებ, ჩვენ ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავენ, კანონი კანონზე რომ აგრუხუნებენ, არიქა სიგარეტი კაფეში არ მოწიოთო, სიჩქარეზე ჯარიმა, იმაზე, ამაზე, კანონი კანონზე რომ იცვლება კაი ბატონო, მადლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავთ, მაგრამ ცილისწამებაზე კანონი რომ აამოქმედონ ვერა?თუ მარტო პაპიროსის წევაა მავნე ჯანმრთელობისთვის, ცილისწამებაა ზუსტად რომ ანგრევს ადამიანს სულიერად და მორალურად, ინფარქტამდე შეიძლება მიიყვანონ კაცი და ეს რატომღაც არ არის დასჯადი ! მგონი მართლა დროა უკვე აამოქმედონ, დავიღალეთ !“.


შეგახსენებთ, დავით არახამიას განცხადებას ირაკლი კობახიძეზე:


„ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა", - განაცხადა არახამიამ.


ცნობისათვის, დავით არახამია სოცქცელში საზოგადოებას ამიერიდან დავით ბრაუნად წარუდგება.



image
1
363
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
363
  
2022, 26 ივლისი, 17:38
ერთმა პოლიტიკოსმა თქვა,რომ სსრკში საქართველო იყოფოდა კაკებეშნიკებად და სისტემის მონებად,რაც იდეაში მართალია და არცერთი არ არის საამაყო.თუ გვინდა რო ეს გამორიცხული იყოს,მაშინ წინ მომავალში უნდა გადავხტეთ ასე 20-30 წლით,მარა ეჭვი მაქვს რო ესეც შეუძლებელია.თუ კკბშნიკის შვილობა გატეხავს,მაშინ არც მისი შვილიშვილობა იქნება საამაყო,იგივეა სისტემის მონის შვილობაზე ან შვილიშვილობაზე,ხოდა რა ვქნათ ახლა,რა წყალში გადავარდეთ? ამიტომ მნიშვნელოვანია,რომ მამის ცოდვების გამო პასუხი არ მოვსთხოვოთ შვილს და პირიქით,თორე ყველა რუსების აგენტები და რუსების მონების შვილები ვართ და იქნება ბარდაგი. პრინციპში ბარდაგი კი გვაქვს ქვეყანაში და ისიც ვერ გაგვიგია,სად არის გამოსავალი. დროა,მოვიფიქროთ ისეთი სისტემა,სადაც ერთეულები ვერ შეძლებენ ძალაუფლების კონცენტრაციას და ვერ გახდება ერთპიროვნული მართთველი. ეს მარტივი გასაკეთებელია,უბნის ინსპექტორიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული ყველა თანამდებობა გახდეს არჩევითი. ამბობენ,რომ ხალხის მიერ არჩეული და დასმული კადრი ყველაზე ძნელი მოსაშორებელიაო,რაც მართალია. მინისტრს ნიშნავს პრემიერი და მისი გადაყენება წუთების საქმეა,ხოლო პრეზიდენტი არჩეულია ხალხის მიერ,მიდი და გადაყენე წუთებში. მთელი რიგი პროცედურები არის და უტყუარი მტკიცებულება გინდა იმის,რომ მან დაარღვია კონსტიტუცია,სხვანაირად ფეხებსაც ვერ მოსჭამს ვერავინ. როცა მორალი უფრო წინ წამოვა და თაობაც შეიცველბა,მაშინ შესაძლებელია არჩევითი თანამდბებობების შემცირება. ჩემი აზრით,ეს არის გამოსავალი და ყველაზე ანტისაბჭოთა მეთოდი.
0 1 1