x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 24 წლის ქართველი გოგონა დააკავეს (ვიდეო)
image

20 ივლისს აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული, ზუგდიდელი ქრისტინე თაკალანძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „აფხაზეთი-ინფორმი“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.


ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქრისტინე თაკალანძე აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა, რომელიც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ.


25 ივლისს ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ ახალგაზრდა ქალს ჩხრეკისას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც წერია: „სადმე თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე(წერია წამლის სახელწოდება)..კაპიკები ღირს."



მეზობლების თქმით, ქრისტინა თაკალანძე 24 წლისაა.


„მამა და ძმა ჰყავს სახლში. ეგ კარგა ხანია, რაც სოფელში იყო. იქ ცხოვრობდა ამ ბოლო დროს. დედა დაშორებულია მამას და ზუგდიდში ცხოვრობს, ეს გოგოც დაცილებულია ქმარს“ - გვითხრა მეზობელმა.


ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). რადიო თავისუფლებას სუს-ში მხოლოდ ის უთხრეს, რომ "გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები".



0
484
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0