x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ყავახანა "ცხელი" მიმტანი გოგონებით

image


რატომ უნდა დახარჯო ფული რეკლამაში, როცა შეგიძლია უბრალოდ პერსონალი გააშიშვლო? შეერთებულ შტატებში ყავახანა "Bikini Beans Espresso"-ს მფლობელმა მიმტანების კასტინგი მოაწყო და ყველა მსურველს ორიგინალური "უნიფორმა" შესთავაზა.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვაშინგტონის შტატის კაფე "Bikini Beans Espresso"-ს ოფიციანტი გოგონები კლიენტებს დვრილებზე სტიკერ მიკრულები, ბიკინებსა და საცვლებში გამოწყობილები ემსახურებიან. ყავახანა 2014 წელს გაიხსნა და პოპულარობაც სწორედ თავისი ორიგინალური კონცეფციის წყალობით მოიპოვა.


imageimage


კაფეში მომუშავე გოგონებს, არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ: ყავა ან საცვლებში გამოწყობილებმა მოამზადონ ან მკერდი დამაინტრიგებელი, სხვადასხვა ფორმისა თუ ფერის სტიკერებით გაიფორმონ. სტუმრები აღფრთოვანებულები არიან, რაზეც რესტორნების პოპულარულ საძიებო საიტ "Yelp"-ზე კაფის მყარი 5-ვარსკვლავიანი შეფასებებიც მოწმობს.


imageimage


თუმცა მიმტანი გოგონების დრეს - კოდით უკმაყოფილოებიც გამოჩნდნენ. ქალაქის საკრებულოს წევრმა მაიკ ფაგანმა ასეთი პიარ - ტრიუკი ქალების ექსპლუატაციად შეაფასა: "ეს უნდა იყოს ყავაზე და არა სხეულზე, " და საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გარეგნობაზე საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესებაც მოითხოვა, თუმცა მას ამ ინიციატივაში მხარი არავინ დაუჭირა.


imageimageimageimageimageimage





0
915
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
915