x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ამ რიცხვს და თვეს ამოვჭრიდი კალენდრიდან" - გელა დაიაური

image

„ამ რიცხვს და თვეს ამოვჭრიდი კალენდრიდან“, - წერს გელა დაიაური ფეისბუკზე.



შეგახსენებთ 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც და ასევე ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.


image


გელა დაიაური: საბარგულში ვიჯექი, როდესაც ჩვენი მანქანა მდინარეში გადავარდა. მერე ჩემთან წყალი რომ შემოვიდა, ფეხი გაჭედილი მქონდა და ხელებზე ვიწეოდი, რომ წყლიდან თავი ზემოთ ამეწია და მესუნთქა… ჰაერი იყო დარჩენილი. მეც მკვდარი ვეგონე ყველას. სანამ სხვები ამოიყვანეს წყლიდან, დრო გავიდა. მე ბოლოს, ერთი საათით გვიან მიპოვეს. რომ მეგონა ხუთი წუთი იყო გასული, თურმე საათი ვყოფილვარ მდინარეში. ეტყობა, წყალი მთიშავდა და გონებას ვკარგავდი. მერე ამოყვანის მომენტი თითქოს მახსოვს. მერე ისევ აღარ მახსოვს არაფერი.

არავინ თქვას, დრო მკურნალიაო. ადამიანი ტკივილს ეჩვევი და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას იწყებ. ვიცი, რომ ამ ტკივილთან ერთად უნდა ვიცხოვრო და მორჩა! ამას შეგუებული ვარ…


თეონა ქუმსიაშვილი (დაბ.1984 წელს) გამოირჩეოდა განსაკუთრებულად უნიკალური თბილი ვოკალით. ის მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში.


თეონამ მოასწრო ორი სოლო ალბომის გამოცემა: 2005 წელს — „პირიმზე“და 2009 წელს — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.


0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0