x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მექსიკელი სილამაზის დედოფალი, რომელმაც სასტუმროდან 1,6-მილიონი ევროს ღვინო მოიპარა 9 თვის შემდეგ დააკავეს
image

ყოფილმა სილამაზის დედოფალმა, მექსიკელმა პრისცილა ლარა გევარამ და მისმა პარტნიორმა კონსტანტინე გაბრიელ დუმიტრუმ 2021 წელს El Atrio Hotel-ის რესტორნიდან 45 ცალი ღვინის ბოთლი მოიპარეს.




წყვილმა სარდაფიდან 1, 65 მილიონი ევროს ღირებულების ექსკლუზიური ღვინის ბოთლები გაიტანა. ერთ-ერთი მოპარულ ბოთლში იყო 1806 წლის Chateau d'Yquem-ი.


ცხრათვიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ მექსიკელი ყოფილი სილამაზის დედოფალი და მისი რუმინელ-ჰოლანდიელი თანამზრახველი ხორვატიაში დააკავეს ცნობილი ესპანური რესტორნიდან 1, 65 მილიონი ევროს ღირებულების პრესტიჟული ღვინის ბოთლების მოპარვის გამო.



28 წლის პრისცილა ლარა გევარამ, ყოფილმა Miss Earth Mexico კონკურსანტმა და 47 წლის კონსტანტინე გაბრიელ დუმიტრუმ, ესპანეთში, კერძოდ კასერესში, 2021 წლის 27 ოქტომბერს მოიპარეს 45 ექსკლუზიური ღვინის ბოთლი ცნობილი El Atrio სასტუმროსა და რესტორნის სარდაფებიდან, რომლის ღირებულება 1, 65 მილიონი ევრო იყო, მათ შორის მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის ბოთლი როლის ღირებულება 310, 000 ევროა.

image

პოლიციის ინფორმაციით, მექსიკელმა სილამაზის ყოფილმა დედოფალმა, El Atrio-ს მიმტანების ყურადღება გადაატანინა რესტორანში ცალკე ოთახის სერვისის შეკვეთაზე, სამზარეულოს დახურვის შემდეგ. ამასობაში, მისი თანამზრახველი დუმიტრუ ღვინის სარდაფში ჩავიდა, გააღო კარი წინა ვიზიტის დროს მოპარული გასაღებით და სამი ზურგჩანთა აავსო ბოთლებით და შენიღბვის მიზნით სასტუმროს პირსახოცებში გაახვია.

image

მეორე დღეს, სასტუმროს უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა წყვილი, რომლებიც ყალბი შვეიცარიული პირადობის საბუთებით დარეგისტრირდნენ.


მათ დილის 5:30 საათზე ფეხით დატოვეს სასტუმრო ისე, რომ კვალი არ დაუტოვებიათ სასტუმროს ნომერში, რის გამოც პოლიციამ თავდაპირველად მიიჩნია, რომ ძარცვა ორგანიზებულმა ბანდამ განახორციელა.

image

პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები ძარცვამდე სამჯერ ეწვივნენ El Atrio-ს: ივნისში, აგვისტოში და სექტემბერში, და ისევე როგორც სხვა კლიენტებს, მათაც დაათვალიერებინეს ღვინის მარანი.


"მოპარულ ნივთებს შორის იყო 1806 წლის პრესტიჟული ფრანგული Bordeaux Chateau d'Yquem-ის ბოთლი, რომლის ღირებულება შეუფასებელია, ამბობს სომელიე ხოსე პოლო, El Atrio-ს თანამფლობელი.


”ეს ბოთლი იყო ჩემი პირადი ისტორიის ნაწილი, თითქმის ჩემი ნაწილი, Atrio-ს ისტორია, ასევე კასერესის, მისი მოქალაქეების და ღვინის მოყვარულთა მთელს მსოფლიოში, ” - თქვა პოლომ ადგილობრივ მედიასთან საუბარი.


"ეს არის ბოთლი, რომლის შეცვლაც შეუძლებელია, ეს არის ესპანეთის 215 წლის ისტორია, ომები, მშვიდობის დრო და მშენებლობა"-დასძინა მან.


სამწუხაროდ ღვინო პოლიციამ ვერ იპოვა, გამოძიება გრძელდება, სავარაუდოდ წყვილმა ან აითვისა და მუცელში ჩაისხა 1, 6 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო, ან შესაძლოა გაყიდეს კიდეც.

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0