x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შემთხვევით ნაპოვნი უჩვეულო ნივთები, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს და დასახმარებლად ინტერნეტის მომხმარებლებს მიმართეს

image
ყველაფერს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს და მათი ცოდნა ყველასთვის საჭირო და სავალდებულო არაა, თუმცა ხანდახან მაინც რაღაც საინტერესოს გადავაწყდებით ხოლმე და გვჭირდება პასუხი კითხვაზე “რისთვისაა?"

1. “ ნაპოვნია დიპ კრიკის ტბაზე, მერილენდი, აშშ. რა არის?"image
პასუხი: ეს არის მწერის ე. წ. “მეგაზაფხულე" (Plecoptera) ლარვა. სხვათა შორის, იმის მანიშნებელიცაა, რომ სუფთა წყალია.

2. “ეს რა მრგვალი დისკებია კიბეებთან, მუხლით დავეჯახე"image
პასუხი: ეს არის მოწყობილობა, რომელიც ხელს უშლის სკეიტბორდებს მოაჯირებზე გადაადგილებაში და ხელუხლებლად ინარჩუნებს მოაჯირის კიდეებს.

3. “არ გავრეცხავ სანამ არ გავიგებ რა არის"image
პასუხი: ბაქტერიების საფარია

4. “ესკალატორებზე ყოველთვისაა, რისთვისაა საჭირო?"image
პასუხი: ისინი ხელს უშლიან ფეხსაცმლის, კაბების, ჩანთების და და სხვა რამეების ჩათრევას. პირადად მე მათ ფეხსაცმლის გასაწმენდად ვიყენებ.

5. “რისთვისაა ეს რაღაცები? ისინი ჩემს მოპირდაპირედ მჯდომ გოგონაზე დავინახე. ორივე ხელის ყველა თითზე ჰქონდა."image
პასუხი:ეს არის ოვალური თითების ბრეკეტები, რომლებიც გამოიყენება: ართრიტის, გედის კისრის დეფორმაციების, დახრილი თითების, მოტეხილობების, ჰიპერმობილურობის (ელერს-დანლოსის სინდრომი), თითების გვერდითი გადახრების, ჩაქუჩის თითების სამკურნალოდ.

6. “ეს რა ბურთებია, სულ მხვდება კარადის დალაგებისას"image
პასუხი: ტერმიტების ექსკრემენტია

7. “დღეს ვიპოვე ეს მოძრავი რაღაც საშინელებათა ფილმებს რომ მოგაგონებთ, რა არსებაა?"image
პასუხი: Phobetron pithecium არის პეპლის სახეობა ფობეტრონის გვარიდან, შლაკების ოჯახიდან, ზურგზე ყალბი საცეცებით, რაც მას მშრალი ფოთლის იერს ანიჭებს.

8. “სახლში ვიპოვე, ცოლს დავენიძლავე, რომ ჰალსტუხებისთვისაა, მოვიგე?image
პასუხი: ეს არის ცხენის ჩლიქების საწმენდი.

9. ეს ჩემი 100 წლის სახლის სარდაფში კართან ჩამოკიდებული ვიპოვე. ჰგავს ორ მინის ბურთულას რაღაც საკიდზე. ვინმემ იცის რა შეიძლება იყოს?image
პასუხი: საპარსის პირების სალესია, 1930-იანი წლების გამოგონება, რომელიც არ ამახვილებს დანას, არამედ უბრალოდ არბილებს კიდეებს, ასე რომ ის უფრო დიდხანს რჩება მკვეთრი.

10. “ნაპოვნია ტყის ნაკადულში ხის ნაჭრის ქვეშ. ეს რა არის?"image
პასუხი: წყლის ბუზის ლარვებს ჰგავს

11. “წუხელ ერთი ჭიქა ონკანის წყალი ავავსე და დავტოვე ღამით შუქის ქვეშ, მეორე დილით კი ეს მასში მცურავი დამხვდა.. რა შეიძლება იყოს?"image
პასუხი: თუ ეს მართლაც გამოვიდა ონკანიდან, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ფლოკულანტია, რომელიც გამოიყენება ონკანის წყლის დასამუშავებლად, ის როგორღაც გავიდა გამწმენდ სისტემაში და თქვენს ჭიქაში ჩავარდა. ეს ქიმიკატები გამოიყენება წყალში ნაწილაკების შესაგროვებლად.

12. “ეს ფიგურა გაჩერებასთან ვნახე, ხელი არ მოვკიდე, იცით ვინმემ რისი ფიგურაა?"image
პასუხი:ეს არის აღმოსავლური ღვთაების გუანინის ფიგურა. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ გუანინს ბოთლი უჭირავს ქვემოთ, ხოლო მის ქვემოთ დრაკონია ღია პირით. დრაკონისთვის წყლის მისაცემად, თქვენ უნდა გადაატრიალოთ ფიგურა თავდაყირა და შემდეგ ისევ გადმოაბრუნოთ. წყალი ბოთლიდან დრაკონის პირში ჩაწვეთებას დაიწყებს.

13. “ნაპოვნია არაღრმა წყალში გუამში, აშშ. დისკი 3 მეტრი დიამეტრით. შიგნიდან საფარი პოლიესტერის მსგავსია და აქვს თაფლისებრი ფორმა, რომელიც შერწყმულია ბოჭკოვანი მინასთან, რომლის ქვეშ არის ალუმინის დისკი. რა შეიძლება იყოს?"image
პასუხი: ცოტა ხნის წინ, ჩინეთის Long March 3B რაკეტის გაშვება ჩაიშალა. შეამჩნიეს, რომ ის ატმოსფეროში გუამის მახლობლად დაბრუნდა.

14. “როდესაც ზედა რგოლს აჭერთ, მისგან ოთხი პატარა ქინძისთავი გამოდის. რა არის?"image
პასუხი: ეს ჯიბის საათის მოპარვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ქურდი ჯაჭვს მოქაჩავს, ქინძისთავები გამოვა მოწყობილობიდან და ჯიბის ქსოვილს დასჭერს, რასაც საათის მფლობელი მაშინვე შეიგრძნობს და ქურდობას აცილებს.

15. “Google Maps ზე შევამჩნიე ჯორჯიას შტატში, დაგრეხილი წყალსაცავებია"image
პასუხი: მოქმედი ან ყოფილი ნიანგების ფერმაა.

16. “გერმანიაში ვნახე ტყეში, რისთვისაა?"image
პასუხი: ეს გასული ეპოქის მაცივრის ანალოგია. ოთახის შიდა ნაწილი ძირითადად დაფარულია ჭუჭყით იზოლაციისთვის.

0
572
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0