x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"არ გვაწყენდა ცოტა კლასი და თვითირონია, მაგრამ სადაა? მერე ხიხო ვინღა იქნება?" - ბაია პატარაია
image

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პარლამეტში უკანასკნელ გამოსვლა ეხმაურება და წერს:


"აი, კაცი, აღიარების და დიდების მწვერვალზე მიდის მმართველობიდან სიტყვებით "ასტალავისტა, ბეიბი".


აბა, ჩვენთან? სკამებს ჩაბღაუჭებულები, ყველასგან მოძულებულები და გადარეული ხალხის ხავილით გაყრუებულები მიდიან, ან აგდებენ.



არ გვაწყენდა ცოტა კლასი და თვითირონია, მაგრამ სადაა? მერე ხიხო ვინღა იქნება?" - წერს ბაია პატარაია.


შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერს-რანგში ბოლო გამოსვლა არნოლდ შვარცენეგერის ლეგენდარული ფრაზით დაასრულა, რომელიც მსახიობმა ფილმში „ტერმინატორი 2“ წარმოთქვა.


"მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის დროს და დავეხმარე სხვა ქვეყნის ბარბაროსობისგან გადარჩენაში. ვფიქრობ, ეს საკმარისია. მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: „ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - განაცხადა ჯონსონმა, რომელსაც მხიარული აჟიოტაჟი და აპლოდისმენტები მოყვა.




ფრაზა ფილმიდან "ტერმინატორი 2: განკითხვის დღე "(1991 წელი)ასტა ლა ვისტა, ბეიბი (რაც ესპანურად „მომავალ შეხვედრამდეს“ ნიშნავს) AFI-ის ვერსიით, ბოლო 100 წლის განმავლობაში ამერიკული ფილმების ასი ცნობილი ციტატის სიაში მოხვდა და 76-ე ადგილს იკავებს.


0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0