საზოგადოება "ამას თუ გააკეთებს, ყოველ დილით მის სიმღერას მოვუსმენ ერთი თვე" - რას წერს ვახო სანაია? 2022, 21 ივლისი, 15:58 ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალური ქსელის, კერძოდ "ფეისბუქის" საშუალებით ავრცელებს ვიდეოს, რომელსაც თან ურთავს ამგვარი შინაარსის წინადადებას: "არ ვიცი, რა იდეაზე ლაპარაკობს, მაგრამ კონცერტზე ერთი დაიძახოს - გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს, ძირს ოკუპანტი ! ამას თუ გააკეთებს, ყოველ დილით მის სიმღერას მოვუსმენ ერთი თვე"- წერს ვახო სანაია და ამ სიტყვებით ეხმაურება მომღერალი მეგი გოგიტიძის ვიდეო მიმართვას. როგორც უკვე წინამდებარე სტატიაში ვახსენე, მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს მართავს, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ცუდმა კომენტარებმაც არ დააყოვნა მომღერლის ყველა ვიდეოსა თუ ფოტოზე. მეგი გოგიტიძე მის მიერ ჩაწერილი ვიდეო მიმართვისას ამბობს: "ჩემი თავი მე მეკუთვნის... იდეა ბოლომდე იქნება მიყვანილი! მთელი გულით მეცოდებით. "მგონი კიდევ ვერ იაზრებთ ახლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ, ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე... და არც მინდა გიცნობდეთ..." 443 1-ს მოსწონს
|