x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
გამხდარი ადამიანების საიდუმლო
image
გამხდარი ადამიანების საიდუმლო არა მათ მაღალ ფიზიკურ აქტივობაში, არამედ კვებაშია. ასეთი აღმოჩენა, რომელიც უარყოფს ზოგადად მიღებულ მოსაზრებას, რომ გამხდარი ადამიანები ფიზიკურად ძალიან აქტიურები არიან და მათი სწრაფი ნივთიერებათა ცვლის გამო, შეუძლიათ ბევრი ჭამა და არ მოიმატონ წონაში, გააკეთეს აბერდინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და ჩინეთის რამდენიმე კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Metabolism.

მკვლევარებმა გააანალიზეს 173 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემები ნორმალური სხეულის მასის ინდექსით (BMI) (21, 5-დან 25-მდე) და 150 ჯანმრთელი ადამიანისა, რომელთაც აქვთ ძალიან დაბალი BMI (18, 5-ზე ქვემოთ). არც ერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა კვებითი აშლილობა, არ დაუკლიათ წონაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და არ გაუკეთებია განსაკუთრებული ძალისხმევა წონის დასაკლებად - არ იყვნენ დიეტაზე და არც განსაკუთრებულად ვარჯიშობდნენ.


ორი კვირის განმავლობაში მკვლევარები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს მონაწილეებს, ზომავდნენ მათ საკვების მიღების დონეს და აკონტროლებდნენ მათ ფიზიკურ აქტივობას. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ძალიან გამხდარი მონაწილეები 12%-ით ნაკლებ საკვებს მოიხმარდნენ, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად მნიშვნელოვნად (23%-ით) ნაკლებად აქტიურები იყვნენ.

ამას გარდა მკვლევარების გასაოცრად, გამხდარ მონაწილეებს ჰქონდათ ძალიან მაღალი მეტაბოლიზმი დასვენების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდ ენერგიას ხარჯავდნენ, როცა არაფერს აკეთებდნენ. მკვლევარებმა ეს ეფექტი მიაწერეს ფარისებრი ჯირკვლის გაზრდილ აქტივობას, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.


დაბალი ფიზიკური აქტივობის მიუხედავად, ძალიან გამხდარ მონაწილეებს ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ნორმალური მაჩვენებლები, მათ შორის სისხლში ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ცხიმოვანი მასის მცირე რაოდენობას სხეულში არანაკლები სარგებელი მოაქვს, ვიდრე ფიზიკური აქტივობას.
მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, რა ბიოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად ნივთიერებათა ცვლის მახასიათებლებს, რომლებიც შეინიშნება გამხდარ ადამიანებში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გენეტიკური მუტაციები აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0