x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ირანის სულიერმა ლიდერმა რუსეთის მიმართ ნატოს ჩაშლილ გეგმებზე ისაუბრა

image
ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ თეირანში გამართულ საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყირიმის საბაბით რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გახსნიდა, მოსკოვს რომ არ წამოეწყო სპეცოპერაცია უკრაინაში. ამის შესახებ TASS-ი წერს.





„თუ ნატოსთვის გზა ღიაა, მაშინ ის [ორგანიზაცია] ვერ ხედავს საზღვრებს. ალიანსი რომ არ შეეჩერებინათ უკრაინაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის დაიწყებდა ომს ყირიმის საბაბით.“ - ხაზგასმით აღნიშნა ალი ხამენეიმ და განმარტა, რომ „დასავლეთი კატეგორიული წინააღმდეგია ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ“.



ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი ფაქტორი ამერიკელი პოლიტიკოსების მოტყუება იყო, მაგრამ რუსეთმა მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება“.




ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. მისი თქმით, სირიაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა.

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0