x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შეზღუდვების გარეშე: რატომ ამბობენ ქალები მასობრივად ბიუსტჰალტერის ტარებაზე უარს

image


კომფორტი - უპირველეს ყოვლისა. ბევრი ქალბატონი სახლში ყოფნას ბიუსტჰალტერის გარეშე ამჯობინებს, რასაც ხელი გარკვეულ წილად ლოქდაუნმაც შეუწყო. ლიფის გარეშე გარეთ სიარული უკვე ამ სეზონის მთავარ ტრენდად იქცა, ხოლო მოდელები მსოფლიო პოდიუმებზე ნახევრად გამჭვირვალე სამოსის ქვეშ მოშიშვლებული მკერდის დემონსტრირებას ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ახდენენ. მაშ, რატომ ამჯობინებენ ქალბატონები მასობრივად მის გარეშე სიარულს? დღევანდელ სტატიაში აზღუდის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რეალურ ფაქტებზე მოგიყვებით.


image


თანამედროვე ბიუსტჰალტერი ცნობილმა და გავლენიანმა ნიუ-იორკელმა ქალბატონმა - მერი ფელპს ჯეიკობმა, ჯერ კიდევ 1914 წელს გამოიგონა. მკერდის "დასაჭერად" მან ლენტით ორი აბრეშუმის თავშალი შეართა. მისი ეს "გამოგონება" თავიდან მსუბუქი და კომფორტული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ის თანდათან უფრო გართულდა და ტრანსფორმირდა. მერლინ მონროს ეპოქაში ქალის ქვედა საცვლის ამ ნაწილმა უკვე კონუსური ფორმა შეიძინა. ყოველი ათწლეულის განმავლობაში ლიფის ფორმა იცვლებოდა, რაც მოდის ტენდენციებით იყო განპირობებული.


image


1970-იან წლებში ფემინისტები ბიუსტჰალტერს ერთგვარ შემაწუხებელ "ბორკილად" აღიქვამდნენ, ამიტომ მის ტარებაზე მასობრივად უარს ამბობდნენ.


image


დღეს, თავისუფლებისმოყვარე ქალების თამამი პროტესტი მოდაში კვლავ ბრუნდება, რასაც მხარს მსოფლიოს ცნობილი სახეებიც უჭერენ. ზოგს ახალი ტრენდი მოსწონს, ზოგსაც ტანსაცმლის ქვეშ შიშველი მკერდის გამოჩენა სირცხვილად მიაჩნია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ეს კომფორტული და ბუნებრივია. თანაც, კაცები ასეთ პიკანტურ იდეაზე ხომ საერთოდ სიხარულით ჭკუაზე არ არიან.


image


თეთრეულის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ლოქდაუნის დროს აზღუდების გაყიდვები მთელი 70%-ით შემცირდა. ამგვარად, ქალბატონებმა მასობრივად მათ ტარებაზე უარი კომფორტულობისა და თავისუფლების სასარგებლოდ თქვეს.



სიმართლე და მითები ბიუსტჰალტერის შესახებ:



1. ლიფის ხშირი რეცხვა მისი მოხმარების დროს ამცირებს.


image


ეს მითია: ქალის ქვედა საცვლის გარეცხვა ყოველ მესამე დღეს უნდა მოხდეს. უმჯობესია ეს ან ხელით გააკეთოთ ან ის ჩანთაში მოათავსოთ და მანქანაში დელიკატური რეცხვის რეჟიმში გარეცხოთ. არ გააშროთ ეს დელიკატური ნივთი მანქანის საშრობში, რადგან ის არა მხოლოდ ქსოვილს აფუჭებს, არამედ მის საყრდენ მავთულსაც შლის.




2. ბიუსტჰალტერის განახლება ყოველ 6 თვეში უნდა მოხდეს.


image


ეს სიმართლეა: ლიფი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველდღიური ტარებისგან ფორმას კარგავს და იჭიმება, შესაბამისად, მკერდისთვის საჭირო საყრდენის ფუნქციასაც კარგავს. შეძენის დროს ახალი ბიუსტჰალტერი ისე მოიზომეთ, რომ ის ბოლო სამაგრზე იკვრებოდეს, ორი თვის შემდეგ კი, უფრო მჭიდრო შესაკრავზე გადადით.


3. მკერდს ლამაზ ფორმებს სწორედ ფიალები ანიჭებს.


image


ეს მითია: "მკერდის დამჭერის" ეფექტურობის 80%-ი არა ფიალებზე, არამედ ბრეტელებზეა დამოკიდებული. კომფორტისთვის მნიშვნელოვანია ბრეტელების სწორი ზომის შერჩევა, ხოლო მათი დაჭიმვის შემთხვევაში უკვე ახალი აზღუდის შეძენაა საჭირო.




4. თქვენს გარდერობში ყველა ბიუსტჰალტერი ერთი ზომისაა.


image


ეს მითია: ნებისმიერი სამოსის მსგავსად, აზღუდებიც მწარმოებლების მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტზე ერთი და იგივე ციფრებია მითითებული, ზომა შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს, ამიტომ ყიდვამდე უმჯობესია ის წინასწარ მოიზომოთ.




5. აზღუდში ძილი არ შეიძლება.


image


ეს მითია: ყველა ქალს შეუძლია აირჩიოს ის, რაც მისთვის კომფორტულია, თუ თქვენთვის მასში ძილი დისკომფორტს არ წარმოადგენს, შეგიძლიათ ის ღამეც არ გაიხადოთ. ეს თქვენი მკერდის ფორმაზე არანაირად არ იმოქმედებს.


ქალებს ყოველთვის აქვთ არჩევანის თავისუფლება, თუ თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს ბიუსტჰალტერის გარეშე, ნუ შეიზღუდავთ თავს მჭიდრო ბრეტელებით, ხოლო თუ პირიქით, მასში თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ - მაშინ ატარეთ ის. დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ ფორმაში თქვენ მშვენიერი და მომხიბვლელი ბრძანდებით!




0
748
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
748