x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლედი გაგამ გაბედა და მაკიაჟის გარეშე გამოაქვეყნა ფოტო, რითაც ფანატების გაოგნება გამოიწვია (ფოტო)
image ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა აღიარებული ეპატაჟური ვარსკვლავია. მომღერალი მუდმივად ადასტურებს ამ საპატიო ტიტულს, ჩნდება საზოგადოებაში ექსცენტრიულ სამოსში და სახეზე ფანტასმაგორიული მაკიაჟით.


არტისტის თაყვანისმცემლები ხშირად ვერც ხვდებიან სინამდვილეში როგორ გამოიყურება იგი


ლედი გაგამ კი ასეთი შესაძლებლობა მისცა თაყვანისმცემლებს. მომღერალმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ნატურალურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გამოჩნდა.



36 წლის პოპ-დივამ დიუსელდორფში ჩატარებული კონცერტის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, მომღერალს შავი მაისური აცვია, სახელზე ყოველგვარი მაკიაჟი მოშორებული აქვს და თმები გაშლილი აქვს.


image

მუსიკოსის პოსტს მოკლე ხანში ორ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და გამომწერებისგან უამრავი დადებითი კომენტარი დააგროვა.


გულშემატკივრები აღფრთოვანებული არიან თავიანთი კერპის ბუნებრიობით. მათ უხარიათ, რომ მიეცათ იშვიათი შანსი, ენახათ მსოფლიო სცენის ვარსკვლავი, ასე ვთქვათ, "ნატურში".


„სასიამოვნოა შენი ყურება. მადლობა ამისთვის!" მომღერალ მომღერალს მადლობა გადაუხადეს.


მართლაც, ლედი გაგა უამაკიაჟოდ ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურება, თქვენ რას ფიქრობთ?


ლედი გაგას ანუ სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტას მუსიკალური კარიერა იწყება 2000-იანების მეორე ნახევარში, განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა პირველი სამი ალბომი(The Fame-2008, Born This Way-2011 და Artpop 2013) რომელიც რამდენიმე ქვეყნაში პლატინის და მულტიპლატინის სტატუსი შეიძინა, მათ შორის მშობლიურ აშშ-ში.


2014 წელს გაგამ ითანამშრომლა ჯაზ შემსრულებელ ტონი ბენეტთან და გამოსცა ჯაზის სტანდარტების ალბომი — Cheek to Cheek. 2015 წელს გაგამ მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში — „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, რომლის მეხუთე სეზონში სასტუმრო შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში.


თავისი კარიერის მანძილზე გაგას გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითაც დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 11 გრემის ჯილდოს, 1 ოსკარს, 1 BAFTA-ს, 2 ოქროს გლობუსს და 3 Brit Awards. იგი ასევე არის პირველი შემსრულებელი, რომელმაც სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში მიიღო თანამედროვე აიკონის ჯილდო.

0
335
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0