x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"ქალის საშოს სადარაჯოზე არ უნდა იდგეს შვილი, და არც ქმარი, ან ნებისმიერი სხვა მამრი თუ მდედრი" - ბაია პატარაია
image

ქალთა უფლებადამცველი და საზოგადოება "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს:


"ქალის საშოს სადარაჯოზე არ უნდა იდგეს შვილი, და არც ქმარი, ან ნებისმიერი სხვა მამრი თუ მდედრი. ყველამ თავის გენიტალიებს მიხედოს! და თუ ზრდასრული ადამიანისთვის სხვისი ქცევა მიუღებელია, სიცოცხლე კი არ უნდა წაართვას მას, არამედ შეტრიალდეს და თავის გზას დაადგეს და თავის საქმეს მიხედოს.


არც ერთ მამრს არ აქვს უფლება აკონტროლოს ქალი! შეიგნეთ და შეუშვით ხის თავებში. თქვენი ღირსება თქვენივე სხეულში იწყება და მთავრდება და ის აბსოლუტურად არც ერთ სხვა ადამიანზე არ გადადის და არ ვრცელდება. დაეტიეთ საკუთარ ტყავში და ნუ ხტებით საკუთარი კანიდან, მით უმეტეს სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე.



ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას და საკუთარ სხეულს მიხედოს. და ვისაც მართლა მიხედული აქვს საკუთარი თავისთვის, და ვინც იცნობს საკუთარ თავს და პატივს სცემს მას, ის არც გაიჭაჭება სხვის სხეულზე და არ შეურაცხყოფს სხვას.


ვინც სხვა ადამიანზე აღმართავს ხელს მოსასპობად, იმას არც გონი გააჩნია, არც ღირსება, არც ნამუსი და მითუმეტეს არ არის ქრისტეს მაძიებელი საკუთარ თავში. უვიცი მღვდლის ანაფორის ქვეშ შეყუჟვა და ლობიოს ჭამა რომ გგონიათ ქრისტიანობა, იმიტომაც ამართლებთ ქალზე ძალადობას. აბა, ნამდვილი ქრისტიანები იყოთ, ხელს კი არა სიტყვას ვერ აღმართავდით სხვა ადამიანის დასაჩაგრად და მოსასპობად, ფარისევლებო."-წერს ბაია პატარაია.


შეგახსენებთ, ფონიჭალაში 23 წლის ნ.ვ.-მა საკუთარი დედა და მისი მეგობარი მამაკაცი მ.მ. ყელის არეში დაჭრა. რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც განაგრძობს მკურნალობას.


როგორც გაირკვა, 23 წლის ახალგაზრდა დედამისის საყვარელს თხოვდა დედამისზე ოფიციალურად დაქორწინებულიყო.


"სოფელში ხალხი ყველა დედაჩემზე და შენზე ლაპარაკობს და მრცხვენია, უფლებას არ მოგცემ ასე გაგრძელდეს, თანაც, ქვრივი ხარ, ცოლი არ გყავს და თუ დედაჩემთან ურთიერთობა გინდა, დაქორწინდითო", თუმცა მამაკაცი თავს იკავებდა, სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.



2
450
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
450
  
2023, 17 აპრილი, 11:03
რა თქვენი აზრით გუშინდელ რეალობაში უფრო ადვილი იყო.
2022, 20 ივლისი, 12:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2