x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი კაბებით გათხოვდნენ გასული საუკუნის ლამაზმანები
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.





image




ვიცით, რომ ქორწილი ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ყველა ადამიანის ცხოვრებაში და ის აუცილებლად უნა იყოს გამორჩეული და შთამბეჭდავი. ყველაზე თვალში საცემი ამ ცერემონიისას კი საპატარძლო და მისი კაბაა. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ გასული საუკუნის ლამაზმანებს, თუ როგორი პატარძლები იყვნენ ისინი საკუთარ ქორწილში.





როგორი კაბებით გათხოვდნენ გასული საუკუნის ლამაზმანები




1. ოდრი ჰეპბერნი.image
ოდრიზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მას რაც არ უნდა ჩაეცვა, ყველაფერში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მისი საქორწილო კაბა იყო მოკლე და დამატებით აქსესუარად გამოიყენა პატარა თავშალი. ასეთი მოკრძალებული სტილი სამუდამოდ დარჩა ისტორიას.





2. ბრიჟიტ ბარდო.image
მსგავსი კომბინაცია, რაც ბრიჟიტს ეცვა საკუთარ ქორწილში, შესანიშნავია ვარიანტია თანამედროვე მოდის მიმდევრებისთვის, რადგან უჯრებიანი თუ კუბოკრული კაბები დღეს მოდის მწვერვალზეა. კაბის ფორმასაც თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მსგავსი სტილი ყველანაირი ტიპის ფიგურისთვის მოსახდენია. მოკლედ, მსგავსი სტილი შესანიშნავი ვარიანტია მოკრძალებული ცერემონიისთვის.





3. მერილინ მონრო.image
როგორც ჩანს, მერლინს სულაც არ ეშინოდა ცუდი შემთხვევების და მან ქორწილში აირჩია პატარა შავი კაბა მარგალიტის ღილებით. თუ ტქვენც გამბედავი ხართ და არ გეშინიათ მსგავსი სითამამის, მაშინ ეს სტილი სწორედ თქვენთვისაა, ვინაიდან შავი კაბა ყველანაირი სიტუაციისთვის ძალზედ მოსახერხებელია და გამონაკლისი არც ქორწილია.





4. მია ფეროუ.image
კიდევ ერთი გაბედული სამოსი ქორწილისთვის - მაისური და ბოლო-კაბა, ფეხსაცმელი ქუსლის გარეშე. ძალიან კონსერვატიული და კომფორტული სტილი მსგავსი სტილის მოყვარულთათვის.





5. იოკო ონო.image
ულტრა მინი, ფარფლებიანი კაბა, თექის ქუდი და მუხლამდე, ვიწრო ჩექმები - კიდევ ერთი გაბედული სტილი. წარმოიდგინეთ, ქიორწილის გარდა, კიდევ რამდენჯერ ჩაიცვამთ მსგავს კაბას.



0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0