x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იოგა მწვავე დეპრესიას კურნავს!
როგორ ეხმარება იოგა დეპრესიისგან თავის დაღწევაში - ამის შესახებ მოგვითხრობს ამერიკელის ისტორია, რომელმაც თავისი ცხოვრების ბნელი პერიოდი გამოიარა. მან შეძლო ეპოვა ჰარმონია სულსა და სხეულს შორის და ახლა სურს, რომ თავისი მაგალითი გაუზიაროს მთელ მსოფლიოს.



image





შფოთვა, გონებრივი ბრძოლა საკუთარ თავთან, აპათია და შედეგად მძიმე დეპრესია, საიდანაც ძნელია თავის დაღწევა. ალბათ ბევრმა იცნო სიმპტომები, კარგად იცით, რომ დეპრესიული მდგომარეობა არ არის მხოლოდ სევდა და რაიმეს გაკეთების სურვილის ნაკლებობა.




მსგავს სიტუაციაში აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, მაგრამ ისინი ყოველთვის როდი გვეხმარებიან, ერთდაერთი რაც კარგად გამოსდით, ბევრი ძლიერმოქმედი პრეპარატის დანიშვნაა. თუმცა, გოგონამ სახელად ჰაიდი უილიამსი, შეძლო გამკლავებოდა დეპრესიას იოგის საშუალებით და სწორედ მისი დახმარებით მოიცილა სუიციდური ფიქრები.





image




ორი წლის წინ გოგონა ცხოვრების ბევრ სფეროში კრიზისს განიცდიდა. გრძნობდა როგორ ინგრეოდა მისი ქორწინება და დედობა, ურთიერთობა ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან და რაც მთავარია საკუთარ თავთან და ამით როგორ ნადგურდებოდა და განიცდიდა უდიდეს ტკივილს. მან თავის ცხოვრებაში ჩართა იოგა და მოულოდნელად მას დაუბრუნდა სიცოცხლის სურვილი და შეძლო საკუთარი თავის პოვნა.




"ერთხელ ექიმს ვკითხე, თუ რა განსხვავებაა დეპრესიასა და მწუხარებას შორის. ექიმების უმეტესობამ ეს ასე განსაზღვრა: პირველ შემთხვევაში ადამიანი განიცდის პათოლოგიურ სევდას, ხოლო მეორეში – ჯანსაღ გლოვას. მაგრამ ჩემთვის ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის შემდეგი.




image



მწუხარება არის განცდა, როდესაც ის გეუფლება მაშინ, როდესაც კარგავ საყვარელ ადამიანს, დეპრესია კი გიჩნდება მაშინ, როდესაც კარგავ საკუთარ თავს. სწორედ ამ ფსიქიკური დაავადების ჯოჯოხეთში ვიპოვე იოგა და მისი მადლი. იოგამ მომცა დავიწყებული საკუთარი თავის მიღების გრძნობა" - ამბობს ჰაიდი.




image



ჰაიდიმ საკუთარი თავი მიუძღვნა სულიერ და ფიზიკურ პრაქტიკას, რომლის საშუალებითც დაიბრუნა ბედნიერება და იგივეს კეთებას მოუწოდებს ყველა ქალს, ვინც დეპრესიას განიცდის. მან ცოტახნის წინ გააჩინა მეორე შვილი, არ მიუტოვებია იოგა და ძალიან მალე ჩადგა სრულფასოვან ფორმაში.



imageimage




ჰაიდის არ ეშინია იოგას დროს გაშიშვლების. მას მიაჩნია, რომ ქალის სხეული მხოლოდ სექსთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. სჯერა, რომ მისი არსში ღრმა გზავნილი იმალება.



imageimageimage




დროა დავინახოთ, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი სხეული - ღვთის შესანიშნავ ქმნილებას - ამბობს უილიამსი.



image

0
115
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0