x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სამხრეთ კორეაში ცხოვრების 14 თავისებურება, რომლებსაც უცხოელები ვერ გაიგებენ

ყველა ტურისტმა იცის, რომ სამხრეთ კორეა თითქოს განსხვავებული პლანეტაა. ეს ეხება სილამაზის სტანდარტებს, ბავშვების აღზრდისა და უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებებსაც კი.

1. ქალების გარეგნობა ფასდება V- და S ხაზებით.

V-ხაზი აღნიშნავს ვიწრო, სწორ ნიკაპს. ის ითვლება სტანდარტად როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის, რადგან იერს უფრო ელეგანტურს ხდის. S-ხაზი - ქალის ფიგურის კონტურები, ქვიშის საათის ფიგურის ერთგვარი უფრო სუსტი ვერსიაა. თუ კორეელმა აღნიშნა ლამაზი V- ან S-ხაზი, იგულისხმა, რომ ლამაზი ნიკაპი და ფორმა გაქვთ.image

2. კორეელი გოგონები სკამბზე მუხლზე პლედით სხედან

ბევრი კორეელი ქალი მუხლებზე დებს პლედს ან მოსაცმელს ან ბალიშს, მაშინაც კი, სიცხეა. მათ იყენებენ ქეი-პოპ აიდოლები, სატელევიზიო შოუს სტუმრები და ჩვეულებრივი კორეელი ქალები კაფეებში, რესტორნებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიცვან რაიმე კონფუზისგან მინი კაბბეის ტარებისას. მამაკაცისთვის ქალბატონის ფეხებზე პლედის ან ქურთუკის დადება კეთილშობილების ჟესტია.image

3. გოგონები პირს იფარავნ სიცილისას

წარსულში გოგონებს ასწავლიდნენ, რომ სიცილი არც თუ ისე ქალური იყო. როცა რაღაცაზე იცინოდნენ, გვერდით სწევდნენ თავს ან ღიმილს მალავდნენ (ახლა მხოლოდ ამ უკანასკნელს აკეთებენ). image

4. ალკოჰოლის ტესტს ყველა მძღოლი აბარებს

საღამოს, ყველაზე ხშირად პარასკევს და შაბათს, კორეის პოლიცია კეტავს ერთ ზოლს და ამოწმებს მანქანების, სატვირთო მანქანების და მოტოციკლების მძღოლებს - ყველას, ტაქსის მძღოლების გარდა. პატრულის დანახვისას მძღოლი უნდა გაჩერდეს, გააღოს ფანჯარა და ტესტი უნდა გაიკეთოს.

ჯარიმები გამოიცემა სისხლში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით: 0, 05-0, 10 პრომილის დროს ჯარიმაა 1400-2800 დოლარის ოდენობის. image

5. წვიმის სეზონი სახლში ჯდომის მიზეზი არაა.

წვიმიანი სეზონი იწყება ივლის-აგვისტოში, ზოგჯერ წყალდიდობაც ამ დროს ხდება. მანქანები ბოლო გაჩერებამდე დადიან და ადგილობრივები მოძრაობენ მუხლამდე წყალში, ქოლგის ქვეშ. კორეელი ქალისთვის ყველაზე ცუდი თმის დასველებაა.image

6. საავადმყოფოს საკვები რესტორნისას არ ჩამოუვარდება

ყოველდღიურად კორეის საავადმყოფოები სხვადასხვა კერძებს ამზადებენ პაციენტებისთვის ხოლო ძირითად კერძებს ემატება ტრადიციული საჭმელები, როგორიცაა კიმჩი, მწნილი ბოლოკი, ბოსტნეულის ბლინები (მოლუსკების წვნიანი, სოკოს ფაფა და სხვა).image

7. სასწავლო წელი მარტში იწყება და სტუდენტები ერთმანეთს ადგილებისთვის ეჯიბრებან

სწავლის დაწყებამდე სტუდენტები ფაკულტეტზე გადიან სპეციალურ ტრენინგს. 2 დღე და 1 ღამე პირველკურსელები უნივერსიტეტის ისტორიას სწავლობენ და ერთმანეთს ეცნობიან. როგორც თავად სტუდენტები ამბობენ, ეს არის ერთგვარი შირმა: ასეთ ტრენინგებზე უფროსები ახალწვეულებს ასწავლიან როგორ გაერთონ ისე, რომ დილით საღი გონება ჰქონდეთ.

კორეელები თავად ირჩევენ შესასწავლ კურსებს, განრიგი კი შედგენილია უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ადგილების რაოდენობა წყვილებში შეზღუდულია: ამავდროულად ლექციაზე შეიძლება იყოს 60-დან 100-მდე ადამიანი. საუკეთესო ადგილებს წამებში ინაწილებენ, ამიტომ რეგისტრაციისთვის სწრაფი ინტერნეტია საჭირო. image

8. ეკონომიური ტურისტები ღამეს საუნაში ათევენ

კორეულ აბანოებს „ჩიმჩილბანგს“ უწოდებენ. ისინი ღიაა 24/7-ზე, ვიზიტი კი მხოლოდ 7 დოლარი ღირს. ამიტომ ქვეყანაში მცირე ხნით ჩამოსული ტურისტები საუნაში ათევენ ღამეს, აქაურები კი სამუშაოს ან ხმაურიანი წვეულების შემდეგ გამოსაჯანსაღებლად მიდიან. შესასვლელში პიჟამას და პირსახოცებს აძლევენ: ამ უკანასკნელს "იანგმორი" (იანგმეორი) ან ცხვრის თავი ("ბატკნის თავი") ჰქვია და გარკვეული გზით არის შეკრული. შიგნით, ჩვეულებრივი აბაზანის მოწყობილობების გარდა, არის დივნები, საბავშვო თამაშები და საკვები.image

9. კორეელები არ მეგობრობენ საპირისოპირო სქესთან თუკი ურთიერთობაში არიან

ქვეყანაში თვლიან, რომ კაცსა და ქალს შორის მეგობრობა არ არსებობს. ამიტომ, როდესაც ბიჭი და გოგონა იწყებენ ურთიერთობას, ისინი ვერ ხვდებიან საპირისპირო სქესის მეგობრებს.
image

10. შეყვარებულების დღეს 11 ნოემბერს აღნიშნავენ

დღესასწაულს პეპეროს დღე ჰქვია - ტკბილი ჩხირების საპატივცემულოდ. ისინი წააგავს თარიღს 11.11. შეყვარებულები ერთმანეთს ამ ტკბილეულს ჩუქნიან და თამაშობენ: მათ ორივე მხრიდან კბენენ და იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მცირე ნაწილი რჩება. image

11. კორეელი ბიჭისთვის მიუღებელია მასზე მსუქანი შეყვარებულის ყოლა

სამხრეთ კორეაში ქუჩებში ვერ ნახავთ წყვილს, სადაც გოგონა უფრო მაღალი ან მსუქანია ვიდრე ბიჭი. ქვეყნის მაცხოვრებლები პარტნიორის არჩევისას მთელი რიგი მკაცრი წესებით ხელმძღვანელობენ. რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს პოტენციური რჩეული, ბიჭი საკუთარ თავზე მსუქან გოგოს არ შეხვდება. ასევე გოგონები არც შეხედავენ მათზე დაბალ ბიჭს. გარდა ამისა, ასაკი და სისხლის ჯგუფი მნიშვნელოვანია.image

12. კორეელებს უყვართ ხელების გათბობა

თუ აღმოჩნდებით კორეულ სილამაზის სალონში ან მსგავს ადგილას, აუცილებლად შემოგთავაზებენ ხელის გამათბობელს. მაშინაც კი, თუ გათბობა კარგად მუშაობს ოთახში. image

13. კორეელი მშობლები მუდამ აქცევენ ყურადღებას შვილებს

კორეელი მშობლები ყოველთვის თან დაჰყვებიან შვილებს და დამოუკიდებელი პიროვნების აღზრდის სურვილი არ არის წახალისებული. ხშირად ოჯახში მხოლოდ მამები მუშაობენ, დედები კი განათლებით არიან დაკავებულნი: ისინი ისე ღრმად არიან ჩაძირულ პროცესში, რომ ბავშვებს საკუთარი სიცოცხლე თითქოს აღარ ეკუთვნით. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ბავშვი, დედა ყველაფერში ძალიან აქტიური უნდა იყოს.image

14. ძილისთვის არაა საჭირო იდეალური სიწყნარე და სიბნელე

კორეელ ბავშვებს არ აძინებენ სრულიად წყნარ და ბნელ ოთახში. ისინი სინათლესა და ხმაურში იძინებენ, რადგან ამ გზით ნერვული სისტემის გაძლიერებაა შესაძლებელი. ამიტომაც, ხშირად წააწყდებით ავტობუსებში ან მატარებელში მძინარე მგზავრებს, მათთვის ხმაური და დისკომფორტი პრობლემას არ წარმოადგენს.image











0
695
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0