x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჩინეთში ცხოვრების 14 უცნაურობა, რომლებიც ნებისმიერს გააკვირვებს

image
როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ჩინეთთან, არ შეიძლება არ აღიაროთ ამ უძველესი ქვეყნის მკვიდრთა ორიგინალურობა. ჩინელები სასწაულებრივად აერთიანებენ მრავალსაუკუნოვანი სწავლების სიბრძნეს ცხოვრების შესახებ მოწინავე შეხედულებებთან. მათი კულტურა არის მთელი სამყარო, რომლის შესახებაც რაც უფრო მეტს ისწავლი მით უფრო გაკვირვებული რჩები.

1. ჩინეთში მიიღეს კანონი, რომელიც ახალგაზრდებს ავალდებულებს მოინახულონ ხანდაზმული ნათესავები და ამ ვიზიტების განრიგი არანაირად არ რეგულირდება. ანუ, თუ ჩინელი ბებია მოულოდნელად განაწყენდება შვილიშვილზე, რომ ის ძალიან იშვიათად მიდის სტუმრად, მას შეუძლია ჩვეულებრივ იჩივლოს სასამართლოში. ასე ზრუნავს საზოგადოება თავის მოხუც მოქალაქეებზე, რათა ახლობლებმა არ მოაკლონ სიყვარული და ყურადღება, ან, როგორც თავად კანონი ჟღერს, იზრუნონ მათ „სულიერ მოთხოვნილებებზე“.

2. ძალიან ბევრი მარტოხელა ბიჭი და გოგონა იტანს ზეწოლას ნათესავების მხრიდან, რომლებიც მათ სწრაფად დაქორწინებას სთხოვენ. გამონაკლისი არც ჩინელი ახალგაზრდები არიან. ამიტომ შეიქმნა სპეციალური სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ „დაიქირავოთ“ პარტნიორი, რათა გააცნოთ ის დიდ მაგიდასთან შეკრებილ ოჯახს და არ გაიფუჭოთ განწყობა დღესასწაულზე.

3. ჩინელები ქალურობის უტყუარ ნიშნად თვლიან, როდესაც გოგონა, რომელიც ვერ იღებს მეორე ნახევრისგან იმას, რაც სურს, იწყებს ე. წ. "საძიაოს" ჩვენებას - სიმულაციური ისტერია ტუჩების კვნეტით და ფეხის ბაკუნით. მაგალითად, თუ სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს ჩინელმა კაცმა უარი თქვა მისი რჩეულუიისთვის რამის ყიდვაზე, მას აქვს ყველა მიზეზი საჯაროდ იყვიროს პატარა ბავშვივით. და არავინ განსჯის მას ამის გამო.image

4. ჩინელები უარს არ იტყვიან უცხოელის დახმარებაზე, თუნდაც ვერ შეძლონ ეს. მაგალითად, შეგიძლიათ მიმართოთ გამვლელს, მაგრამ ბოლოს მის მიერ აღწერილი მარშრუტის გაყოლებით კიდევ უფრო დაიკარგებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინელებს სურდათ თქვენი გაღიზიანება, მას უბრალოდ არ შეეძლო, თვალებში ჩაეხედა და ეღიარებინა, რომ გზა თვითონაც არ იცის.


5. ჩინეთში არის სპეციალური ტროტუარები გამყოფი ხაზით. ხაზის ერთ მხარეს გამვლელები მოძრაობენ ტელეფონის გარეშე, მეორეზე - ისინი, ვინც გზაში ჩაშტერებულნი არიან სმარტფონის ეკრანს. ასე იცავს ქალაქის ხელისუფლება მობილურებზე მიჯაჭვულ ხალხს დაზიანებებისგან.image

6. ჩინელები ცდილობენ მიმდებარე სივრცის ჰარმონიზაციას ფენშუის წესების მიხედვით, რათა აიცილონ უბედურება. ითვლება, რომ სასიცოცხლო ენერგია ვერ მოძრაობს სახლის ირგვლივ, რომელშიც ავეჯის ან დეკორის ნაწილები მათთვის დაუშვებელ ადგილებშია. უფრო მეტიც, ეს რწმენა ბევრად სცილდება ყოველდღიური ნიშნების საზღვრებს. მას შემდეგ, რაც ჰონგ კონგის დიდი საოფისე ცენტრის Lippo-ს მფლობელებმა და ბევრმა მაცხოვრებელმა ბიზნესში წარუმატებლობა განიცადა, არქიტექტორი დაადანაშაულეს დიზაინში ფენშუის პრინციპების დარღვევაში, რამაც უბედურება გამოიწვია.

7. ზეციური იმპერიის მკვიდრნი ასევე ცნობილი არიან ჭრიჭინების სიყვარულით. უძველესი დროიდან მათ სიამოვნებით ინახავდნენ სახლებში შინაურ მწერებად. დღესაც კი, მ შეიძლება დაინახოთ პარკში მოხუცი კაცი, რომელსაც გვერდით ჭრიჭინებით სავსე ყუთი უდევს და მათ ხმას ისმენს. image

8. ჩინელები მუდამ მზად აერიან ხალხი ახალი გამოგონებებით გააოცონ. მათ შეიმუშავეს მანქანა ქორწინების ავტომატური რეგისტრაციისთვის. მეუღლეებს სკანერში მხოლოდ პირადობის მოწმობების მიტანა მოუწევთ, რომელიც პასპორტის ანალოგს წარმოადგენს. ამის შემდეგ, მანქანა გამოაცხადებს მათ ცოლ-ქმრად და ამობეჭდავს ქორწინების მოწმობას, დამოუკიდებლად გადასცემს ინფორმაციას სამთავრობო მონაცემთა ბაზაში.

9. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში, სტუდენტებს ეკრძალებათ ბიუსტჰალტერის ტარება ეროვნულ გამოცდებზე. ცნობილი ფაქტია, რომ თითოეული სტუდენტი მოწმდება ლითონის დეტექტორით ხმის მოწყობილობების არსებობაზე. ამიტომ, ბევრი ჩინელი სტუდენტი არ ატარებს ბიუსტჰალტერს უნივერსიტეტში, რათა არ აირიოს ლითონის დეტექტორი, ან იცვამს სპორტულ ბიუსტჰალტერს.image

10. იმპერიაში შეიქმნა წმინდა ქალური დამწერლობა, სახელად ნუ-შუ. ეს არის სპეციალური იეროგლიფების ნაკრები, რომლითაც ანტიკური ხანის ქალები ერთმანეთს წერენენ, რათა მამაკაცებისგან თავიანთი მესიჯების საიდუმლოებები დაემალათ. დღეს ჩინელი ფილოლოგები ნუ-შუ-ს აღორძინებაზე მუშაობენ.

11. როდესაც თანამოსაუბრეს საკუთარ თავზე ვეუბნებით, საჩვენებელ თითს მკერდზე ვიჩვენებთ ან ხელისგულს ვიდებთ მასზე ჩინელები კი ასეთ შემთხვევებში თითს ცხვირზე ისვამენ.

12. მხოლოდ ჩინეთში, IKEA-ს მაღაზიებში, თანამშრომლებს არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმაში, რომ ვიზიტორებმა გასაყიდ ავეჯზე დაიძინონ. აქ ხალხმრავალ ადგილას დასვენებული ადამიანი არავის შეარცხვენს.image

13. მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებში თავაზიანი მისალმება მოიცავს კითხვას "როგორ ხარ?" ან „როგორ მიდის საქმეები?“, ოფიციალურ გარემოში ჩინელები ეკითხებიან თანამოსაუბრეს იმ დღეს შეჭამა თუ არა ბრინჯი. პასუხი დადებითი უნდა იყოს.

14. ჩინური მიმართვები უცხო ადამიანების მიმართ განსხვავდება ჩვენისგან. აქ მიზანშეწონილია დაუძახონ 40 წელზე უფროს ასაკის მამაკაცებსა და ქალებს ბიძა ან დეიდა, მაღაზიაში გამყიდველს “შეფი" ხოლო უმცროსს “პატარა მეგობარი''image

0
446
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0