x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ივანკა ტრამპი-გემოვნებიანი ჩაცმის ეტალონი
image

ივანკა ტრაპი, ექს-პრეზიდენტის და მილიონერის, დონალდ ტრამპის ქალიშვილია.



ივანკა დაიბადა 1981 წლის 30 ოქტომბერს, დედამისი იყო ტრამპის პირველი მეუღლე წარმოშობით ჩეხი ივანა მარი ზელნიჩკოვა, რომელიც ახლახან გარდაიცვალა 73 წლის ასაკში უბედრური შემთხვევის შედეგად.ტრამპების ოჯახი გერმანული წარმოშობისაა, წარმოშობით კალშტადიდან. სახელი ივანკა, ივანას შემოკლებული ფორმაა. ივანკას მშობლები განქორწინდნენ 1991 წელს, როდესაც ის ცხრა წლის იყო. მას ჰყავს ორი საერთო ძმა, დონალდი და ერიკი, ასევე ნახევარდა ტიფანი და ნახევარძმა, ბარონი.



ტრამპი, 15 წლამდე სწავლობდა „ჩაპინის სკოლაში“, მანჰეტენზე, ხოლო შემდეგ, სასწავლებლად გადავიდა Choate Rosemary Hall-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვალინგფორდში, სადაც იქაურობას ახასიათებს, როგორც „სკოლა-პანსიონს“ და ადარებს „ციხეს“, როდესაც მისი „მეგობრები ნიუ-იორკში ერთობოდნენ“.



ივანკამ სამოდელო კარიერას ადრეული წლებიდანვე შეეჭიდა დაიწყო. ის გამოჩნდა Tommy Hilfiger-ისა და Sasson Jeans-ის ბეჭდურ რეკლამებში და 1997 წე;ს პირველად გამოჩნდა ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე. ამის შემდეგ იგი მრავალ სხვა პრიალა ჟურნალში მოხვდა.


2000-იანი წლების დასაწყისიდან ივანკა სულ უფრო ნაკლები დროს უთმობდა მოდელირებას, ამჯობინა ბიზნესი და სამწერლო საქმიანობა.(2009 წელს გამოდის მისი წიგნი The Trump Card: Playing to Win in Work and Life) მისი ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა ჟურნალის გარეკანზე იყო 2007 წლის სექტემბერში - ჟურნალი "Stuff"-ში.


2007 წელს ივანკა დაიკავა 83-ე ადგილი ჟურნალ Maxim-ის "Maxim Hot 100" რეიტინგში და ასევე 99-ე ადგილი დაიკავა "2007 წლის საუკეთესო 99 ქალთა" რეიტინგში.


2007 წელს, ის წარმატებით შეუერთა ალმასის გამყიდველების ძალები, Dynamic Diamond Corp., და შექმნა თავისი საიუველირო კომპანია Ivanka Trump Fine Jewelry, რომელიც ფოკუსირებულია ალმასის და ოქროს სამკაულების გაყიდვაში, ხოლო მისი პირველი საცალო მაღაზია მანჰეტენზე გაიხსნა. 2011 წლის ნოემბერში, ტრამპის საცალო ფლაგმანი გადაინაცვლა მედისონ ავენიუდან მერცერის ქუჩის 109-ში, უფრო დიდი სივრცე, სოჰოს მოდურ რაიონში. 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, რომელიც ტრამპ-ტაუერის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მოცემული, ივანკას ფლაგმანი ბუტიკები, ასევე მისი ერთადერთი საცალო მაღაზია და ბრენდის საიუველირო მაღაზიები ხელმისაწვდომია მთელს აშშ-ში და კანადაში, ისევე როგორც ბაჰრეინში, ქუვეითში, ყატარში, საუდის არაბეთში და არაბეთა გაერთიანებულ საემიროებში.


ივანკა ტრამპი ამ დროისთვის Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, განვითარების ნაწილში. ერთ-ერთ გამოსვლის დროს, ივანკამ განაცხადა, რომ „მე ვუყურებ ჩემ ძმებს და ჩემ თავს და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ არავინ არის ... ნარკომანი და არავინ დასდევს ქალებს“. ტრამპი 100 Women in Hedge Funds საბჭოს წევრია, ინდუსტრიული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალ ქალთა მხარდაჭერას ფინანსებში.



ტრამპს აქვს საკუთარი მოდის ხაზი, მათ შორის ტანსაცმლის, ჩანთების, ფეხსაცმლის და აქსესუარების, რომელიც ხელმისაწვდომია აშშ-ის დიდ მაღაზიებში. მისი ბრენდი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის თითქოს მოიპარა სხვა დიზაინერებს დიზაინი, ასევე PETA-მ გააკრიტიკა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო, სადაც ის იყენებს კურდღლების ბეწვს. 2016 წელს, აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისიამ აკრძალა „Ivanka Trump“-ბრენდირებული შარფები, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ ფედერალურ სტანდარტებს.


2016 წლის ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ ივანკას მოდის ხაზის პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოებულია აშშ-ის ფარგლებს გარეთ.


2018 წელს ივანკამ გამოაცხადა, რომ ხურავს თავის ტანსაცმლის ბრენდს „ივანკა ტრამპი“, რათა სრულად კონცენტრირდეს თავის საქმიანობაზე, როგორც პრეზიდენტის უსასყიდლო მრჩეველი.



ქვემოთ გაეცნობით ივანკა ტრამპის საუკეთესო ფასონებს და დარწმუნდებით, რომ ეს ახალგაზრდ ქალი ჩაცმის კულტურის, გემოვნების და ჰარმონიულობის ეტალონია

image

image

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image
image
image
image

0
315
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0