x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137607
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
რიკი მარტინს, ნათესავთან შესაძლო ინტიმური კავშირის გამო, 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება
image

რიკი მარტინის ნათესავმა, დენის ედიელ სანჩესმა განაცხადა, რომ ცნობილმა პოპ-მომღერალმა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.



გამოცემის ინფორმაციით, მარტინთან ურთიერთობა დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა. ახლა, თუ მომღერალს დანაშაული დაუმტკიცდება, მან შესაძლოა მომდევნო 50 წელი ციხეში გაატაროს (თუ იცოცხლა მაგდენი).



პოპ-ვარსკვლავის სასამართლო პროცესი 21 ივლისს არის დანიშნული, თუმცა ამ დროისთვის მარტინის თავისუფლებისთვის ადვოკატთა მთელი გუნდი იბრძვის.




"დარწმუნებულნი ვართ, რომ როდესაც ამ საკითხში ნამდვილი ფაქტები გახდება ცნობილი, ჩვენი კლიენტი რიკი მარტინი სრულად გამართლდება", - აცხადებენ ადვოკატთა მთელი გუნდი.



მიუხედავად, რომ კანონით დაცული იყო მისი ვინაობა, რიკი მარტინის ძმამ, ერიკ მარტინმა გაამხილა მისი ვინაობა, ესაა მომღერლის ნათესავი 21 წლის დენის ედიელ სანჩესი.


პუერტო-რიკოს კანონმდებლობით ინცესტი ნათესავთან ისჯება 50 წელი თავისუფლების აღკვეთით, თუ დაუმტკიცდა მომღერალს სექსულაური კავშირი ნათესავებთან სწორედ ამდენი ხნით მოუწევს ციხეში ყოფნა.



ამ საქმეზე დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიელვა რიკი მარტინის სახელმა მსოფლიო მედიაში, პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა.


კაცმა, რომელმაც მომღერალს სასამართლოში უჩივლა, ანონიმურობის შენარჩუნება არჩია, თუმცა აცხადებდა, რომ მარტინს 7 თვის განმავლობაში ხვდებოდა. 2 თვის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მარტინი ყოფილ შეყვარებულ გამუდმებით ურეკავდა და სულ მცირე სამჯერ მივიდა მის სახლთან. მოსარჩლე სასამართლოს გაუმხილა, რომ საკუთარი უსაფრთხოების გამო ღელავს.


დღეს უკვე ცნობილია მათი ვინაობა, ის მისი სისხლით ნათესავი აღმოჩნდა.



პუერტო- რიკელი მომღერლის, ენრიკე მარტინ მორალესის (დ. 24 დეკემბერი, 1971), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით რიკი მარტინი (Ricky Martin)მუსიკალური კარიერა იწყება 1984 წელს ჯგუფ Menudo-ში. 1990 წლიდან სოლო კარიერა წამოიწყო . 1999 წელს მისი ალბომი Ricky Martin აშშ-ში გაყიდვების ლიდერი გახდა, ხოლო სიმღერა "Livin' la Vida Loca"რამდენიმე ქვეყნის ჩარტებს მოექცა სათავეში.


რიკი მარტინს თავიდან ურთიერთობა ჰქონდა ქალებთან, მათ შორის მექსიკელ მომღერალ ალექსანდრა გუსმანთამ, შემდეგ კი ცნობილ ჩოგბურთელთან, გაბრიელა საბატინისთან.


შემდეგ რიკი მარტინს ხშირად ხედავდნენ გეებთან, 2010 წელს კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალია.

0
489
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0