x
image
ქეთეონე
"ილოცეთ რომ მამაჩემი ჯანმრთელად იყოს!" - რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი

image


სოსო გოგაშვილის შვილი, - ნინი გოგაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს მიმართვებს, სადაც საუბრობს განვლილ 2 დღესთან დაკავშირებით.


მოგეხსენებათ, სუს-ის ყოფილი "მაღალჩინოსანი" სოსო გოგაშვილი მის სახლშივე დააკავეს.


სოსო გოგაშვილის შვილის თქმით, მამამისს მიყენებული აქვს ფიზიკური დაზიანებები და ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ეს დაზიანებები: "განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ".


გთავაზობთ ნინი გოგაშვილის განცხადებებს მისი სოციალური პლატფორმიდან:



"ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყავი როცა ბიძინა ივანიშვილოს და ქართული ოცნების დავალებით ჩემს სახლში შევარდნენ იარაღებით, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა, დედაჩემი…. და სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს როგორ ყვირის რომ არ ესროლონ... ღმერთს ვთხოვ ჩემს ოჯახს ძალა მისცეს და თქვენ რომ პასუხს აგებთ აუცილებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება!


დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი 4 წლის ძმის შვილი, სავარაუდოდ ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად. არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე!!!!!! არაადამინები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და ყველა ზომას მივმართავთ რომ ყველამ გაიგოს სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!!


გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს

image

მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს.


სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები!


არ შეგრჩებათ მკვლელებო!!!


მადლობა ყველა უცხო ადამიანს, ვისაც არ გიცნობთ და ამხნევებთ ჩემს ოჯახს ამ ჯოჯოხეთში, რაც ამ ქვეყნის დღევანდელმა სისტემამ მოგვიწყო. თქვენს მიერ მოწერილი ერთი სიტყვაც კი ძალას მმატებს. მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და ყველა ჟურნალისტს ყურადღებისთვის, ვინც გუშინდელის შემდეგ აქტიურად გვიკავშირდება და გვეხმარება რომ ყველას გავაგებინოთ ამ ჯოჯოხეთის შესახებ რეალური ინფორმაცია.


ვამაყობ ჩემი ოჯახით!


მამა მიყვარხარ და ისე ვიბრძოლებთ შენს გამო, როგორც შენ ამას იმსახურებ!


ქართული ოცნება / Georgian Dream


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


ილოცეთ რომ მამაჩემი ჯანმრთელად იყოს!ჩემს სიცოცხლეს გავწირავ მამაჩემის გამო და არ გაბედოთ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ !!! ვინც ჩუმად ხართ ყველა ამ დანაშაულებრივი პროცესის მონაწილე ხართ და ღმერთის პასუხს დაელოდეთ!


სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ადვოკატებმაც და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმაც დააფიქსირა, რომ მამაჩემს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. სუნთქვის დროს აქვს პრობლემა და სასწრაფოდ ვითხოვთ ჩაუტარდეს ყველა სამედიცინო გამოკვლევა!!!!!


დატოვოს თანამდებობა შინაგან საქეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ნაძირალა ღამბაშიძემ!!!!! ვინც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდა !!!! ასევე პასუხს აგებთ ყველა თანამონაწილე გპირდებით!


ჩვენ არ გვეშინია თქვენნაირი ნაძირალა ბოროტი არაადამიანების, თქვენ გეშინოდეთ ღმერთის. ბრძოლაში თქვენნაირები მარცხდებიან და დაელოდეთ როგორ ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას!


ჩემი 10 წლის ძმის ტანჯვას ღმერთი არ გაპატიებთ!" - წერს ნინი გოგაშვილი მის "ფეისბუქ" გვერდზე.




image

1
263
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
263
  
2022, 17 ივლისი, 15:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1