x
image
ქეთეონე
"ყველანი თავფეხიანად არიან გაბმული ამ დანაშაულში" - რა დანაშაულზე საუბრობს ვახო სანაია?

image

მოგეხსენებათ, სუს-ის ყოფილი "მაღალჩინოსანი" სოსო გოგაშვილი გუშინ ღამით მის სახლშივე დააკავეს. სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო, რასაც მისი ოჯახისწევრებიც შეესწრნენ.


ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება სწორედ სოსო გოგაშვილის დაკავებას და იგი სოციალური ქსელის, კერძოდ, მისი "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით ავრცელებს მოსაზრებას, რომ სუს-ის ყოფილი "მაღალჩინოსანი" - სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე არ დაუკავებიათ.


გთავაზობთ მის სრულ "პოსტს":


"ყველამ უნდა აგოს პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის. ასევე პასუხი უნდა აგონ საქმის გაყალბებისთვის.



ამასთან, უნდა ითქვას, რომ გოგაშვილი არ დაუჭერიათ მაჩალიკაშვილის საქმეზე. ქართული ოცნების პირობებში ეს საქმე არ გაიხსნება, რადგან ყველანი თავფეხიანად არიან გაბმული ამ დანაშაულში.


ასევე - ვერც გოგაშვილსა და ვერც ამ დანაშაულში გარეულ სხვა პირებს სამომავლოდ ვერავინ მისცემს გარანტიას. ნურც შეჰპირდება ვინმე, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პასუხისმგებლობას ასცდება.


მაჩალიკაშვილის საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ვიმეორებ, ეს მოხდება მხოლოდ ოცნების მოშორების შემდეგ.


ახლა კი ვნახოთ, სად რა აქვს გადანახული გოგაშვილს და შეძლებს თუ არა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნას.


მამუკა მდინარაძე ალბათ უყურე გოგაშვილის დაჭერის კადრებს. თქვენზე - შენზე, ოხანაშვილზე, რა ვიცი, ვინც ხართ მანდ - ყველაზე ბევრად ღირებული კადრი იყო ერთ დროს. ივანიშვილის ეგ ხორცსაკეპი, რომელიც ტრიალებს, ყველას მოგიყოლებთ. მაინც გახსოვდეს."- წერს ვახო სანაია.

image
0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0