x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ცნობილი გახდა, რით გარდაიცვალა ტრამპის პირველი ცოლი და სამი შვილის დედა
image
ცნობილი გახდა რისგან გარდაიცვალა დონალდ ტრამპის პირველი ცოლი, რომელთანაც ტრამპს სამი შვილი ჰყავს.



ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი მეუღლის, ივანას გარდაცვალების შესახებ, თუმცა ქალის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელდა.


ახლა კი ცნობილი გახდა, თუ რით გარდაიცვალა ტრამპის ექს-მეუღლეს. New York Times-ის ცნობით, ივანა ტრამპი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ექიმის განაცხადების, რომ ქალი კიბეებიდან დაგორდა, რის გამოც მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.



ივანა ტრამპის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ივანა ტრამპის საუკეთესო მეგობარმა ნიკი ჰასკელმა ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქალი სენ-ტროპეში აპირებდა წასვლას. მოგზაურობა საზღვარგარეთ პანდემიის შემდეგ პირველი უნდა ყოფილიყო, რადგან ივანა ტრამპს ეშინოდა კორონავირუსით დაინფიცირების და ცდილობდა თვითიზოლაცია დაეცვა.




ტრამპის პირველი ცოლი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ივანას ცხედარი 14 ივლისს მანჰეტენის სახლში ექიმებმა აღმოაჩინეს.


ივანა ტრამპი დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში 1949 წელს. იგი 1977 წელს დაქორწინდა დონალდ ტრამპზე. ქორწინება 28 წელი გაგრძელდა.ეყოლათ სამი შვილი.ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი:დონალდი უმცროსი, ივანკა და ერიკი.

0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0