x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლიმონებივით გამოწურული მოსწავლეები - მიწოდებასა და მოტხოვნას შორის სკოლებში ბალანსი სერიოზულადაა დარღვეული
image

იმ პედაგოგების მოსწავლეებს, რომლებსაც ენიჭებათ უფროსი მასწავლებლის, მენტორის და ა.შ. წოდებები, რატომ სჭირდებათ რეპეტიტორებთან მომზადება?


და რით ვერ ამოიძირკვა საბჭოთა გადმონაშთი რეპეტიტორობა?


რა გამოდის: სკოლა თუ ვერ გაძლევს შესაბამის ცოდნას, მაშინ დახურონ სკოლები და რეპეტიტორობა დაკანონდეს.



სკოლის გამოსაშვები გამოცდებისან მიღებული ნიშნების საფუძველზე ხდება ევროპაში სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხვა და ეს სსრკს დროინდელი მისაღები გამოცდები არსად არაა!



ჯერ საგამოცდო მასალებზე რასაც წერენ, რა საკითხებს უნდა გასცენ პასუხი ბავშვებმა, ბარემ მიეცით დიპლომი და მუშაობის დაწყებას შეეცდებიან.


მათემატიკის ფაკულტეტისთვის და ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის ქართულის გამოცდაზე ერთი და იგივე საკითხში როგორ უნდა გამოსცადონ აბიტურიენტი?


სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს უნდა მიექცეს ყურადღება და შესაბამისად მიღებული ნიშნებით, პროფილურად განიხილავს უმაღლესი სასწავლებლის მიმღები კომისია აბიტურიენტის მიღება-არმიღების საკითხს.


გამოწურეს ბავშვები ლიმონივით და სასწაულს ითხოვენ, როცა ამ სასწაულს მესამე კურსიდან უნდა ასწავლიდნენ.


სკოლებში სხვა რესურსების ნაკლებობა, მცირე საგაკვეთილო პროცესი და საგნობრივი პროგრამების ინტენსიურობა, მოსწავლეთა სოციალური გარემო, 25 ბავშვზე მეტი კლასებში, არამოტივირებული ოჯახური გარემო, მენტალური მდგომარეობა, ღირებულებები და სხვა კიდევ, რომლებიც ხელისშემშლელია იმაში, რომ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი გახდეს საკმარისი.


ფუნდამენტურად შესაცვლელია სკოლის სისტემა.

5
69
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
69
  
2022, 16 ივლისი, 12:01
ასერომ ჩვენ,ქვეყნის განათლების მიზანი არის საშუალო მოსწრების კადრების გაზრდა და ისიც არ გამოგვდის კარგად,ამიტომაც გვაქვს საშუალოზე დაბლა მქოფი საზოგადოება და ქვეყანა. ძლიერი გაქანების მოსწავეების ხარჯზე გამოგყვავს სუსტებიდან ბევრი საშუალო და მერე ეს საშუალო ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოთხოვნას,ვერ შედიან კონკურენციაში. რაღა დავმალო,არც ადგილობრივი ბაზრისთვის გამოდგებიან უმეტესობა და ამბიციები კი გვაქვს. იურისტმა შესაგებელი არ იცის რა არის,ეკონომისტმა მოთხოვნა-მიწოდების მრუდის აგება და წონაწორული ფასი,ვერც ანსხვავებს ეკონომიკურ და ფინანსურ მოგებას ერთამენისგან,ექიმს სისხლის ეშინია ან ნემსის გაკეთება არ იცის და ა.შ. ახლახან არ იყო,ექიმს მედიცინის და აცრის რო არ სჯეროდა?! პარლამენტშიც კი,კანონმდებლები ქვიათ და კანონის მომზადება არ იციან,კონსტიტუცია 90% არ იცის. მთავარსარდალი გვყავს,ვინც იარაღის გამოყენება არ იცის,თავდაცვის მინისტრი ჯარში არ არის ნამყოფი,ფეხბურთელი გვყავს კანონმდებელი და იურისტი გვყავდა თუ ეკონომისტი (უმცროსი ახალკაცი) ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. საშუალო დონეზე მყოფი საზოგაოდება ტაშს უკრავს ამას და გვაქვს დიდი მოლოდინები.
2022, 16 ივლისი, 11:25
ჩემი კლასის მაგალითზე ვიტყი: სუსტი მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ და როგორც დედაჩემი იხსენებს,3-4 წლიდან უკვე ვიყავი მზად სკოლისთვის,მაგრამ 6 წლამდე მომიწია ლოდინი,თან იმ პერიოდში სიბნელე და სიდუხჭირე იყო. კლასში ნამდვილად არ ვიყავი საუკეთესო,ჩემზე კარგი მონაცემები ქონდა ჩემს კლასელს და უმეტესობა კი ჩვენზე სუსტი იყო. ასე მაგალითად,მე თუ ორი გადაკითხვა მჭირდებოდა რაიმეს სასწავლად,ჩემი კლასელი ერთი გადაკითხვით აკეთებდა იგივეს. ჩემთვის კარგი იყო მასთან ერთად კლასში ყოფნა და მასთან ესე ვთქვათ ჭიდილი,მაგრამ მისთვის არ იყო კარგი. ის იჩაგრებოდა უფრო სხვების გამო,ვიდრე ჩემს გამო,მარა იჩაგრებოდა. იასონივით ნახევარი ძალით გვჯობნიდა და სასურველ მოსწრებას ასე იღებდა,ხოლო როცა ჩააბარა და უფასოზე მოხვდა,იქ დაიჩაგრა,რადგან ვეღარ მოახერხა მთელი ძალით შესაძლებლობების გამოვლენა და როგორც ამბობდა,მიჭის პროგრამის გაყოლაო. ჩემთვის კარგი იყო,რადგან ის მყავდა კლასში და ძლიერთან კონკურენციას მიჩვეული ვიყავი და არ გამჭირვებია მომდევნო ეტაპი. ჩემი კლასელთან სისტემამ დააშავა და ეგეთი ბევრი იქნება სამწუხაროდ. არავინ იცის,მაგრამ შესაძლოა დავკარგეთ უძლიერესი კვალიფიკაციის და მოსწრების ადამიანი მისი სახით. შვილის აღზრდა და განათლება არის მშობლის საქმე და არა სახელმწიფოსი.
2022, 16 ივლისი, 11:13
ეჰ,ჩემო თუთიკო,ვერ გაგვირკვევია რა გვინდა და ამიტომაც არის ბარდაგი ყველაფერში. რეპეტიტორები არ არის პრობლემა,ეს მათი არჩევანია და იმ მოსწავლეების,ვინც მათთან დადის. ორ დამოუკიდებელ სუბიექტს აქვს უფლება შეთანხმდნენ ყველაფერზე,მათ შორის რეპეტიტორობაზეც. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ამ საქმეში,არც სკოლაში ესაქმება რამე იდეაში. შეუძლებელია დაგეგმო რაღაც ისე,რაც მოერგება ყველას და ყველაფრის მცოდნე არავინ დაბადებულა. თან ადამიანების გათანაბრება მათი გონებრივი შესაძლებლობით არის მავნებლობა და ამას ვაწვებით მთელი ძალით. შეუძლებელია ყველა 6 წლის ბავშვი იყოს მზად სკოლისთვის და ასევე,შესაძლებელია რო ბავშვი 4-5 წლის ასაკში იყოს მზად სკოლისთვის. შეყრიან ამ ბავშვებს,ძლიერ და სუსტს ერთად,ხოლო ამას ეძახიან განათლების სისტემას. ძლიერი მალე ითვისებს და სუსტი ნელა,ძლიერი ელოდება სუსტს და ამ დალოდებაში სიზარმაცეს ეჩვევა,მერე ამოსაქაჩად სჭირდება რეპეტიტორი. ამიტომ არის საჭირო არის ინდივიდუალური მიდგომა საჭირო და სახელმწიფომ არ უნდა გადაწყვიტოს ეს ამბავი,მშობელმა და სკოლამ ინდივიდუალურად. ძლიერი ძლიერთან უნდა იყოს კლასში და სუსტი სუსტთან,რადგან ასე ორივე განვითარდება,ძლიერი გახდება საუკეთესო და სუსტი საშუალო. ჩვენ ერთ ტაფაში ვყრით და ველოდებით აინშტაინის გამოზრდას.
2022, 16 ივლისი, 11:02
საქმეც ამაშია,რომ არც საბჭოთა სისტემა გადმოვიტანეთ უცვლელად და არც ბოლონიური დავნერგეთ ბოლომდე :) განათლების ნაკლებობა არის ყველაგან ქვეყანაში და თვითონ განათლების სისტემაში მომუშავე ხალხის კვალიფიკაცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. საბჭოთა განათლების სისტემას აგდებულად მოიხსენიებენ,როცა საკმაოდ კვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ და დღესაც ამზადებს რუსეთისთვის. უამრავი მეცნიერ აკადემიკოსი აღზარდა ამ სისტემამ,რაც დასავლურ სისტემას არც დაესიზმრებოდა. ცუდია რო ამ ცოდნას ბომბების და ბიოლოგიური იარაღის შესაქმენელად იყენებენ,რაც არ ნიშნავს მათ უცოდინრობას.
2022, 16 ივლისი, 6:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5