x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
12 კინოლაფსუსი, რომლებიც რეჟისორებს უნებურად გაეპარათ, ჩვენ კი ვერ შევამჩნიეთ

image


როცა საყვარელ ფილმს ან სერიალს უყურებ იშვიათად ფიქრობ იმაზე თუ რა შეცდომები შეიძლებოდა რომ გადაღების დროს დაშვებულიყო, მაგრამ საკმარისია წარმოიდგინოთ თუ რამდენი დრო და ძალისხმევაა საჭირო ერთი სურათის გადასაღებად, რომ მყისიერად ხვდები: გადაღების ასეთ აურზაურში საკმაოდ მარტივია რაიმე წვრილმანის გაპარვა. თქვენ წარმოიდგინეთ და, ყველაზე დახვეწილ და კარგად გადაღებულ ფილმებსაც კი შეიძლება პატარა ნაკლოვანებები აღენიშნებოდეს. დღეს, გადავწყვიტე სწორედ ასეთ შეცდომებზე მოგიყვეთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ ფილმებსა და სერიალებში გაპარულ ეპიკურ კინოლაფსუსებს, რომლებიც აქამდე არასდროს შეგიმჩნევიათ.




1. "დიდებული საუკუნე" (2011–2014)


image


"დიდებული საუკუნე" თავისი მდიდრული კოსტიუმებით, მშვენიერი სამსახიობო გუნდითა და მძაფრი სიუჟეტით გამოირჩევა, თუმცა სერიალი ამავდროულად, მასში უნებურად გაპარული შეცდომებითა და ისტორიული შეუსაბამობებითაც "ბრწყინავს". ასე, მაგალითად, ბანაკის სცენაში, ფონად შეგიძლიათ თვალი ტრაქტორსაც კი მოჰკრათ.



2. "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" (2018)


image


"Marvel"-ის კინოსამყაროს ფილმებმა უკვე დიდი ხანია მაყურებელთა სიყვარული და აღიარება მოიპოვეს, თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გასაოცარ სპეცეფექტებსა და სიუჟეტურ ვნებებს შორის, ზოგჯერ იქაც ვხვდებით ბანალურ ლაფსუსებს, ან იქნებ ეს არის მთავარი გმირების რაიმე ახალი სუპერძალა? აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ კადრებს შორის ტონი სტარკის ქურთუკის იდუმალი გაუჩინარება?



3. "ინტერსტელარი" (2014)


image


კიდევ ერთი ცნობილი ფილმი, რომელიც ეკრანებზე გამოსვლისთანავე აღიარებასთან ერთად გაკრიტიკებულიც იქნა - კრისტოფერ ნოლანის კოსმოსური ბლოკბასტერი "ინტერსტელარია". სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებმა მასში როგორც რეალობასთან, ასევე ფიზიკის კანონებთან ბევრი შეუსაბამობა აღმოაჩინეს, თუმცა ამჯერად, თქვენს ყურადღებას ერთ შეცდომაზე გავამახვილებ, რომელიც მათთვისაც კი თვალშისაცემია, ვინც მეცნიერებით გატაცებული დიდად არ გახლავთ. სურათზე ვხედავთ რეაქტიულ დრონს, რომელსაც თავზე ანტენა აქვს, თუმცა როცა ის მიწაზეა, დრონის ზედაპირი გლუვია.




4. "დიუნი" (2021)


imageimage


სამეცნიერო - ფანტასტიკური რომანის "დიუნის" ეკრანებზე გაცოცხლება 2021 წელს, რეჟისორ დენი ვილნიოვის წყალობით მოხდა, თუმცა არც ეს სათავგადასავლო დრამა აღმოჩნდა გაპარული შეცდომების მხრივ "უცოდველი". მაგალითად, როდესაც გმირები კოსმოსური ხომალდიდან გადმოდიან, მათ მზის სხივები პირდაპირ თვალებში ეცემათ, თუმცა მომდევნო კადრში ის უკვალოდ ქრება.



5. "მწვანე წიგნი" (2018)


image


განცხადება დაწერილია შრიფტით, რომელიც ფილმში აღწერილი მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ - 1982 წელს გამოიგონეს.



6. "ალადინი" (2019)


image


2019 წელს ეკრანებზე რეჟისორ გაი რიჩის ცნობილი კინო-მიუზიკლი "ალადინი" გამოვიდა, სადაც მაყურებელმა არა მხოლოდ ჯინის როლში უილ სმიტი იხილა, არამედ კადრებს შორის პრინცესა ჟასმინის "უგზო-უკვლოდ" დაკარგული საყურეებიც შეამჩნია. ერთ - ერთ კადრში საუბრისას მოახლე ჟასმინს ყელსაბამს ხსნის, მეორე წამს კი პრინცესა უკვე საყურეების გარეშე ტრიალდება.




7. "ახლა მხედავ" (2013)


image
რეჟისორ ლუი ლეტერიეს ფილმში "ახლა მხედავ" მთავარი გმირების ნებისმიერი ჯადოქრობისთვის ყოველთვის მოიძებნება ლოგიკური ახსნა, თუმცა არავინ გვიხსნის, რატომ იკრიბებიან გმირები საჭირო სართულზე და საჭირო ბინაში, როცა ეს მოსაწვევ ბარათზე სულაც არ არის მითითებული. მოკლედ, ამ ფილმის შემთხვევაში უნივერსალური პასუხი ყველაფერზე მზად არის: ისინი ხომ ჯადოქრები არიან!




8. "დოქტორი სტრეინჯი" (2016)


image


ბრწყინვალე ქირურგი, სტივენ სტრეინჯი ოპერაციის დაწყებამდე დამცავ ნიღაბს იკეთებს, თუმცა რატომღაც არც სტრეინჯსა და არც მისი თანაშემწეებს თავად ოპერაციის დროს ნიღბები არ უკეთიათ, რაც თავისთავად სტერილობის პირობების დარღვევაა.




9. "ბინდი" (2008)


image


მართალია, ფილმი "ბინდი" უკვე საკულტო ფილმების სერიად იქცა, თუმცა ეპიკურ კინოლაფსუსებს ვერც რეჟისორ კეტრინ ჰარდვიკის ეს ნამუშევარი აცდა. ფილმში ზოგიერთი - საგანი და ადამიანი კადრებს შორის ჯადოსნურად იცვლის პოზიციებს, როგორც მაგალითად, აი ეს სახელმძღვანელო.





10. "შერლოკი" (2010–2017)


image


შერლოკ ჰოლმზის როლში მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი იმდენად შთამბეჭდავია სერიალში რომ მისი ცალკეული ეპიზოდების ნაწილებად გარჩევას აზრიც კი არ აქვს, თუმცა კადრებში უნებურად გაპარულ შეცდომებს ვერც "შერლოკი" აცდა, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ლაფსუსი ყველაზე სასაცილოდ გამოიყურება. ზემოთ მოცემულ კადრში ვხედავთ ჯონ უოტსონს, რომელიც საკუთარ ბლოგზე ტექსტს კრეფს, თუმცა კომპიუტერში არა ბრაუზერის გვერდია გახსნილი, არამედ ფოტოსი.



11. "ადამიანი-ობობა" (2002)


image


ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებული პირველი ფილმის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენაში შესამჩნევი შეცდომა გაიპარა, პირველ კადრში ჯერ პიტერ პარკერის კოსტუმის გახეულ სახელოს ვხედავთ, რომელიც მომდევნო კადრში რაღაც ზებუნებრივი ძალების წაყალობით, სასწაულებრივად მთელდება.



12. "პარაზიტი" (2019)


image


გაპარული შეცდომებისგან დაზღევული არც კორეული კინოს ნამდვილ მარგალიტად ქცეული ფილმი "პარაზიტი" აღმოჩნდა. მაგალითად, ამ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მთავარი გმირები Wi-Fi სიგნალის ტუალეტში დაჭერას, მაშინ როდესაც ვიდეოს სამზარეულოში უყურებენ, სადაც მანამდე ინტერნეტი არ იჭერდა.




0
1348
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1348