x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსმა ქმარმა უკრაინელ ცოლს პოლიციაში უჩივლა ანტირუსული განწყობის გამო
image

მამაკაცმა ოჯახური ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვის შესახებ ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.



35 წლის რუსმა მამაკაცმა, სერგეი ობრაზცოვმა, მოსკოვის ოლქიდან პოლიციაში განცხადება დაწერა უკრაინელი მეუღლის წინააღმდეგ.



რუმა "მუჟიკმა" თავის ქმედების მიზეზი მედიას გაუზიარა. მისი თქმით, მას საკუთარი მეუღლის, იულიას მიმართ დაეწყო შიში როგორც გამოცემა MK იუწყება, მას ეშინოდა, რომ ქალი უკრაინაში წავიდოდა და თან წაიყვანდა მათ საერთო ვაჟს, რომელიც მალე შვიდი წლის გახდება. მანამდე მან უკვე სცადა ამის გაკეთება, მაგრამ ქმარმა უკვე დაწერა პოლიციაში ამკრძალავი. ამის გარდა შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ, თითქმის იმავე დღეს, როდესაც მან პოლიციაში განცხადება შეიტანა.




წყვილი 2015 წელს დაქორწინდა; მამაკაცის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა მეუღლემ გამოხატა "ანტირუსული განწყობები" და მათი ექვსი წლის შვილიც რუსული არმიის წინააღმდეგ განაწყო.



მეუღლის თქმით, იულია ხმელნიცკის რეგიონიდან არის, სადაც დედამისი და ოჯახის სხვა წევრები ცხოვრობენ. მათ ხერსონში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც სერგეი დასასვენებლად იყო ჩასული.



სერგეი მშენებლად მუშაობს და მისი თქმით შვილის გაჩენის შემდეგ უკრაინელი ნათესავები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მისი ცოლ-შვილი სამშობლოში დაბრუნებულიყო, რადგან. რუსეთში ის ყოველთვის მარტო იყო, რადგან სერგეი ხშირად მივლინებაში იმყოფებოდა, ზოგჯერ ორი კვირითაც. წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა. ერთხელ, 14 დღის განმავლობაში ნათესავებთან წასვლის შემდეგ, იულია გაუჩინარდა. და მთელი წლის განმავლობაში სერგეის ცოლ-შვილი არ უნახავს.



გამოცემა MK მხოლოდ მამაკაცის პოზიციას წარმოგვიდგენს, (არცააა გასაკვირი), სამწუხაროდ უცნობია რას ფიქრობს 30 წლის იულია.

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0