x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
12 გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სამყაროს სულ სხვა კუთხით შეხედოთ

image


ყველამ ვიცით რომ მსოფლიოში ყველაფერი მოწყობილი ისე მარტივად არ არის, როგორც გგვგონია, თუმცა ვცდლობთ ამაზე დიდად არ ვიფიქროთ, და თქვენ წარმოიდგინეთ რომ სულ ტყუილად, რადგან ზოგჯერ სასარგებლოც კია ჩვენს ტვინს პატარა გადატვირთვისა და საინტერესო ფაქტების გაგების საშუალება მივცეთ, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამყაროს ერთიან სურათში სულაც არ ჯდება.



1. ჩრდილოეთ კორეასა და ფინეთს მხოლოდ ერთი ქვეყანა - რუსეთი ჰყოფს.


image



2. კლეოპატრა ადამიანის მთვარეზე ფეხის დადგმის პერიოდთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე ეგვიპტური პირამიდების აგებასთან.


image



3. მილიონი წამი 11 დღეს უტოლდება, ხოლო მილიარდი წამი - 31 წელს.


image


4. "Nintendo"-ს (გახლავთ იაპონური კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ვიდეო თამაშებისა და სათამაშო სისტემების შექმნაში) კორპორაცია ოსმალეთის იმპერიის დაცემამდე შეიქმნა!


image


5. თქვენ არასოდეს გინახავთ თქვენი სახე, ხედავთ მხოლოდ მის ანარეკლს ან სურათს.


image


6. თქვენი ასაკი უდრის მზის გარშემო გაკეთებულ ბრუნთა რაოდენობას.


image


7. არსებობს მედუზა, რომელსაც შეუძლია უსასრულოდ გადააწყოს თავისი უჯრედები, დაუბრუნდეს განვითარების ადრეულ სტადიას და იცხოვროს მარადიულად. მას სწორედ ამიტომაც უწოდებენ - უკვდავ მედუზას!


image


8. ჩინეთში უფრო მეტი ინგლისური ენის შემსწავლელია, ვიდრე "ნეითივ სპიკერი" მთელს მსოფლიოში.


image


9. იმ დროიდან, როდესაც პლუტონი იქნა აღმოჩენილი და სანამ მას პლანეტის სტატუსი ჩამოერთვებოდა, მან მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებაც კი ვერ მოასწრო.

image


10. იმისთვის რომ "Disney World"-ის ყველა სასტუმროს საწოლში ერთი ღამე დაიძინოთ 84 წელია საჭირო.


image


11. თუკი "World of Warcraft"- ის თამაშში გატარებულ მოთამაშეთა ყველა საათს დააჯამებთ, სულ 6, 8 მილიონი წელი გამოვა!


image


12. ყველაზე დიდი დრო, რაც კი თავმოკვეთილმა მამალმა იცოცხლა 18 თვე იყო.


image






0
414
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
414