x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
2000-იანი წლების დავიწყებული ტენდენციები, რომლებიც საუბედუროდ ისევ ბრუნდება

image
2000-იან წლებში გიჟური ტენდენციები რომ იყო ფაქტია, მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ესა თუ ის სტილი ისევ დაბრუნდებოდა 2022 წლისთვის:


1. დაბალწელიანი ჯინსები

2000-იან წლებშიუ პოპ ვარსკვლავები დაბალწელიან ჯინსებს იცვამდნენ, აუცილებელი ფაქტორი იყო საცვლების გამოჩენა შარვლიდან. წლების შემდეგ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ ტენდენციას პოდიუმებზე და ის სულ უფრო და უფრო მატულობს. მსგავსი სტილის ტანსაცმელია Missoni, Vaquera და MSGM-ის კოლექციებში. თუმცა, განსხვავერბა მაინცაა, ჯინსები უფრო ფართოა და ულტრამოკლეც არაა.image

2. ბრიჯები

რის დაბრუნებასაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა სწორედ ეს მოკლე შარვლებია. მსგავსი ბრიჯები გამოჩნდა Chanel და Acne Studios-ის კოლექციებში.image

3. კარგოს სტილის შარვალი

ფართო, უხეში შარვალი გვერდებზე ჯიბეებით, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და თითქოს მხოლოდ თევზაობის მოყვარულთა გარდერობში უნდა ჰქონდეს ადგილი, მაგრამ არა, მსგავს შარვლებს უკვე ატარებენ ვარსკვლავები, როგორებიც არიან რიანა და ზენდეა. image

4. მინი ქვედაბოლოები

ულტრა მოკლე კაბები, რომლებიც 2000-იანი წლების დასაწყისში კრისტინა აგილერას და ჯესიკა სიმპსონს ეცვათ, კვლავ იპყრობს პოდიუმებს და ქუჩებს. image

5. მოკლე კაბები ნაკეცებით

მსგავსი კაბები რაღაც სასუალოა სკოლის ფორმას და ტენისის მოთამაშეების ფორმას შორის, 2000-იან წლებში შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ტენდენციაც კი იყო. მსგავსი სტილის ქვედაბოლოები გამოჩნდა Miu Miu-ს კოლექციაში. image

6. პლატფორმიანი ფეხსაცმელები

პლატფორმიანი ფეხსაცმელი და ჩექმები 2000-იანი წლების მოდის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მახასიათებელია, მსგავსი სტილი ისევ ტრენდშია და არაერთი ვარსკვლავიც მოიხიბლა მისით.
image

7. ჯინსები

ჯინსები მოდიდან არც არასდროს გადასულა, მაგრამ ჯინსის პიჯაკები, შარვლები, ქვედაბოლოები და ა. შ. ერთად მხოლოდ 2000-იანებში ეცვათ. ვინ წარმოიდგენდა რომ ეს ტენდენციაც დაბრუნდებოდა უკან. image

8. კაბა და შარვალი ერთად

თუ ფოტოზე გოგონას ჯინსის შარვალზე კაბა აცვია, ყველა უეჭველად იტყვის: ეს 2000-იანი წლების სურათია. და ვინ იფიქრებდა, რომ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოდური ხრიკი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქუჩაში დაბრუნდებოდა და სტილისტები კვლავ მოგვცემდნენ რჩევებს, თუ როგორ გავაერთიანოთ გარდერობის ეს 2 შეუსაბამო ელემენტი.image

9. ტოპები

2000-იანი წლების ტოპები, ბლუზები და მაისურები შეიცვალა მოსახერხებელი, ფართო ან საერთოდ დიდი ზომის ტანსაცმლი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, პოდიუმებზე სხვადასხვა სახის ტოპები მოკლე მკლავებით ისევ გამოჩნდა და ცნობილ ვარსკვლავებს ალბათ ნოსტალგია დაეწყოთ.image

10. ჰალსტუხი მაისურზე

ავრილ ლავინის სავიზიტო ბარათი 2000-იანი წლებიდან. ბოლო წლებში მამაკაცის გარდერობის ამ ნაწილით ქალებმა ისევ დაიწყეს ექსპერიმენტები.image









0
591
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0