x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
"ნეტავ, რუსები დაგხვდნენ და მაგრად გჟეჟონო" - ვინ ემუქრება სტეფანე მღებრიშვილს
image


12 ივლისს მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა ბათუმში "სიურპრიზი" მოუწყო რუს ტურისტებს, (ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი ასე ფიქრობს) და სცენაზე შეასრულა "Putin Khuylo!


სტეფანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ სიმღერის შესრულების შემდეგ მუქარები წამოვიდა მის მიმართ და რაც ყველაზე გასაცორია ქართველების მხრიდან.


"ქართველები მწერენ ამ სიტყვების გამო : “ნეტა რუსები დაგხვდნენ და მაგრა გაგჟეჟონო” - ქართველები მწერენ!"-აღნიშნავს ფეისბუქზე სტეფანე.


შეგახსენებთ, რომ სტეფანეს მიერ პუტინის მოხსენიება სიმღერაში სათავეს ჯერ კიდევ 2009 წლიდან იღებს, როდესაც სპეციალურად ევროვიზიის კონკურსისთვის შეიქმნა ჯგუფი "სტეფანე და 3G (3G ანუ სამი გოგო) — შიდა კონკურში გამარჯვების შემდეგ მას მოსკოვში 2009 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უნდა წარედგინა საქართველო, სიმღერით „We Don't Wanna Put In“, რომელსაც ტექსტში ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მოითხოვა ან სიმღერაში ტექსტის შეცვლა ან სხვა სიმღერით ჩანაცვლება, თუმცა "ევროვიზიის" პროდიუსერმა ნათია უზნაძემ განაცხადა, რომ საქართველო პროტესტის ნიშნად სტოვებს კონკურსს. სიმღერის, "We don't wanna put in" ტექსტს არ შევცვლით, რომლის შესრულებასაც საქართველო კონკურსზე აპირებდა.


საქართველოს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, ევროვიზიის ხელმძღვანელობამ რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლა განიცადა. მეტიც, ამისთვის რუსეთს შეეძლო გამოიყენებინა სერიოზული ფინანსური ბერკეტი."


0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0