x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ასე რეალური თუ იყო დასანქცირების თემა, მეც არ მჯეროდა" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გარდაუვლად მიიჩნევს:


"წავიკითხე ღარიბაშვილის ვრცელი წერილი და დავასკვენი, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციები არის გარდაუვალი და როგორც ჩანს, არის ძალიან ახლოს. ამხელა პრემიერი კაცის ამხელა წერილი მხოლოდ იმიტომ დაუწერიათ, სამყარო დააჯერონ, რომ ბიძინა არაა ოლიგარქი (არ ერევა მთავრობის საქმეში და ქვეყნის მართვაში-არადა, პრემიერის მთელი წერილი მხოლოდ ამის დადასტურებაა). ასე ახლოს და ასე რეალური თუ იყო დასანქცირების თემა, მეც არ მჯეროდა ბოლომდე და ღარიბაშვილის წერილით დავიჯერე." - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.



0
359
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
359