x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ჰიტის Шоколадный заяц-ის შემსრულებელს პიერ ნარცისს მშობლიურ კამერუნში 23 ივლისს დაკრძალავენ
image

ცნობილი ჰიტის "შოკოლადის კურდღლის" შემსრულებელს, პიერ ნარცისს, რომლის ცხედარი სამშობლოში, აფრიკაში გადაასვენეს, 23 ივლისს დაკრძალავენ. ამის შესახებ რუსეთში კამერუნის საელჩოს პრესმდივანმა ტანგა ბიანგმა განაცხადა.


დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება დიბომბარის დასახლებაში, რომელიც მდებარეობს კამერუნის უდიდეს ქალაქ დუალასთან ახლოს, განაცხადა დიპლომატმა რია ნოვოსტისთან ინტერვიუში. ბიანგმა სხვა დეტალები აღარ გაახმოვანა, მათ შორის ნარცისის ცხედრის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.


შეგახსენებთ, რომ პიერ ნარცისი 45 წლის ასაკში 22 ივნისს, გამთენიისას, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომღერალის გარდაცვალების მიზეზი მისმა ყოფილმა მეუღლემ ვალერია კალაჩევამ დაასახელა.პიერ ნარცისს ქრონიკული თირკმლის უკმარისობა აღენიშნებოდა.


კამერუნელის თაყვანისმცემლებს იგი ახსოვდათ როგორც «Фа́брика звёзд"-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე. პოპ-მომღერლს დარჩა ქალიშვილი კაროლინა კრისტელი.

მაუდიო მუკუტო პეერ ნარცის დე ნაპოლი დე სოუზა დაიბადა კამერუნში 1977 წლის 19 თებერვალს. სხვა წყაროების მიხედვით - 1972 წლის 19 თებერვალი ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა. 13 წლის ასაკში მან დაიწყო ტენორ საქსოფონზე დაკვრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მან შექმნა პირველი ჯგუფი, რომელიც ასრულებდა სიმღერებს კლუბებში, როგორც ფრანგულად, ასევე კამერუნის ადგილობრივ ენებზე.შემდეგ ის რუსეთში ჩავიდა, სადაც მისი და მოსკოვის მახლობლად, იგორიევსკში ცხოვრობდა . მან მონაწილეობა მიიღო ქასტინგში და ფილმში „ციმბირელი დალაქი“ ეპიზოდური როლი ერგო.შემდეგ იგი ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა კაზინოებსა და ღამის კლუბებში. 1990-იანი წლების ბოლოდან იგი თამაშობდა უნივერსიტეტის "კვნ"-ის გუნდში. 2000 წელს მან მონაწილეობა მიიღო MTV Russia-ს სატელევიზიო შოუში. ნარცისმა რამდენიმე ფილმში ითამაშა, 2004 წელს კი ჩაწერა ალბომი "შოკოლადის კურდღელი", რომელმაც უზომო პოპულარობა მოუპოვა ამავე სახელწოდების სიმღერამ.

0
550
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0