x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რას ჰყვებიან მსახიობები კეთილი და დელიკატური კიანუ რივზის შესახებ

image


კიანუ რივზი, თავისი სამსახიობო კარიერის 33 წლის განმავლობაში, მრავალ ფილმშია გადაღებული, როგორიცაა "ეშმაკის ადვოკატი", სიჩქარე", "დრაკულა", "მატრიცა" და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამსახიობო ნიჭის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს, მას კეთილი და დელიკატური ადამიანის რეპუტაცია აქვს და ეს უდავოა.

ქვემოთ მოყვანილია იმ მსახიობების და რეჟისორების მონათხრობები, ვისაც რივზთან მოუწია მუშაობა.


უაინონა რაიდერი


უაინონა რაიდერი და კიანუ რივზი 30 წელზე მეტია მეგობრობენ. მათ ერთმანეთი 1992 წელს, ფილმის "დრაკულა" გადაღებებზე გაიცნეს.


image


უაინონა ჰყვება, რომ როდესაც რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ სთხოვა რივზს, ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, სისასტიკის დემონსტრირება მოეხდინა, უხეშად მოქცეოდა პარტნიორს და ცრემლებამდე მიეყვანა იგი, კიანუსგან კატეგორიული უარი მიიღო. ამ შემთხვევამ ძალიან დააახლოვა ორი ვარსკვლავი. გარდა ამისა, 2018 წელს, ფილმის "როგორ დავაქორწინოთ ბერბიჭა" სარეკლამო კომპანიის დროს, უაინონა კიანუ რივზზე უკეთეს პარტნიორზე ვერც იოცნებებდა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ, მან უპასუხა: ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისთანაც მიყვარს მუშაობა და უბრალოდ გვერდით ყოფნა. მე ვიცოდი, რომ ფილმი წარმატებული იქნებოდა.


სანდრა ბულოკი


სანდრა ბულოკი და ცნობილი მსახიობი ერთმანეთს ფილმის "სიჩქარე" გადაღებებზე შეხვდნენ და მთელი ცხოვრების მანზილზე მეგობრები გახდნენ.


image


სანდრამ აღიარა, რომ კიანუ 100%-ით ამართლებს კარგი ბიჭის რეპუტაციას. და დაამატა, რომ მან იცის მოსმენა და ამას ხალხი "ჭკუიდან გადაჰყავს". ამის მშვენიერი დადასტურებაა შემდეგი ისტორია: სანდრამ ერთხელ მასთან ახსენა, რომ არასოდეს გაუსინჯავს ტრიუფელი. რამდენიმე დღის შემდეგ, კიანუ მას სახლში ყვავილებით და ტრიუფელით ეწვია.


ჰოლი ბერი


რივზის კოლეგა ფილმით "ჯონ უიკი-3", ჰოლი ბერიც არ იშურებს ქებას და აღნიშნავს, რომ იგი პროფესიონალია.


image


ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ისე მოსწონს მასთან მუშაობა, რომ მზად იყო გადაღებების დროს აეტანა ნეკნების ჩამტვრევაც კი, ოღონდ არ ჩამორჩენოდა კიანუს ტემპს, და რა თქმა უნდა, შთაბეჭილება მოეხდინა მასზე.


კრის ევანსი


კრის ევანსიც თავის თავს კიანუ რივზის ფანად თვლის.



image


მას შემდეგ, რაც კიანუმ ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის როლის რეპეტიციას გადის ფილმიდან "სათამაშოების ისტორია-4", ევანსი გულგრილი არ დარჩენილა მისი ვოკალური გამოსვლით. ის წერს, რომ გამოეშვათ ორსაათიანი "სათამაშოების ისტორია-4", რომელშიც მხოლოდ კიანუს ვოკალი იქნებოდა, მაინც წავიდოდა მის სანახავად კინოში ორჯერ. ევანსმა ასევე, ღრმა აღტაცება გამოხატა, როცა ჰკითხეს, თუ როგორი იყო ვარსკვლავთან ერთად მუშაობა ფილმში "ქუჩის მეფეები": "ის შესანიშნავია, ის იმ მსახიობთა რიცხვშია, ვისთანაც მომწონს მუშაობა. იგი მომართულია ყველაფერში გარკვევაზე, და ეს ძალიან კარგი თვისებაა გადასაღებ მოედანზე". კრის ევანსმა დაამატა, რომ მუშაობის დროს მსახიობი ძალიან კონცენტრირებულია, ყურადღებიანი და შეუძლებელია მისი წონასწორობიდან გამოყვანა.


ჩად სტახელსკი


ყოფილმა კასკადიორმა, მსახიობმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა, ჩად სტახელსკიმ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ ფრანშიზა "ჯონ უიკი" თავის წარნატებას კიანუ რივზს უნდა უმადლოდეს: "როცა თქვენ ამ ფილმის თაყვანისმცემლებს ესაუბრებით, ჰკითხეთ, რატომ უყვართ ეს კინოლენტი. მე ვფიქრობ, ძირითადათ კიანუ რივზის გამო, და არ შეიძლება ამის არდაფასება".


image


სტახელსკი აგრძელებს, "მე ვცდილობ გული გადაუშალო მაყურებელს, მოუყვე ვინ ვარ და გავაცნო ჩემი ისტორია. მაგრამ, რომ ნახოთ, როგორ მუშაობს ეს ბიჭი, სუნთქვა შეგეკვრებათ, ყოველ კადრში ის თავის სულს აქსოვს. ადრე არასოდეს მიდის გადასაღები მოედნიდან, სპორტდარბაზში რჩება გვიანობამდე და ყველაზე ბოლოს მიდის. მას ყოველთვის ბევრი იდეები აქვს. ეს მისი ნამუშევარია და მისი ფრანშიზაა. და ის მთლიანად ჩართულია ამ პროცესში".





იხილეთ სხვა სტატიები:







რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლედი დაიანას რთული ცხოვრებიდან

image


როგორი გარეგნობა ექნებოდათ სხვადასხვა ფილმების შეყვარებული წყვილების შვილებს

image


კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი II

image


სერიალის "სამეფო კარის თამაშები" მსახიობებს ამ ფილმში მონაწილეობამდეც საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდათ

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა

image


უბერებელი შერონ სტოუნი 63 წლის გახდა. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს

image


სელებრითების "სახის დეფექტები" მსხვილი ხედით, რომლებიც მათ არ აკომპლექსებთ

image






0
153
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
153