x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
ჩინეთის ცხოვრებისეული წვრილმანები, რომლებიც ყველა ევროპელს შოკში აგდებს

image

ჩინეთი საოცარი ქვეყანაა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან ჰარმონიულად არის შერწყმული. ციურ იმპერიას წლიდან წლამდე ადგილობრივი ეგზოტიკით მოხიბლული სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ნანახით გაოცებულები ემოციებს ვერ მალავენ. აქ საუბარია არა მხოლოდ ფეკალიების ფორმის დესერტებზე, არამედ ჩინელებისთვის სრულიად უწყინარ, ერთი შეხედვით, ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ წვრილმანებზე. მოდით ვნახოთ, საინტერესო ფოტოკოლაჟი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩინეთი - ევროპის ყველა მკვიდრისთვის ნამდვილად არ არის.




კვების ერთ-ერთ ეროვნულ ფესტივალზე კაფეში


image


ჩინელები ერთმანეთს სახლში სტუმრად იშვიათად პატიჟებენ - ვინაიდან ეს საკმაოდ სახლაფორთო თავის ტკივილია, რადგან ტრადიციის მიხედვით, ტრაპეზი მრავალფეროვანი კერძებისგან უნდა შედგებოდეს. თუ მეგობრებს შეკრება სურთ, ისინი როგორც წესი, საჭმელად რესტორანში მიდიან, რაც არც ისე ძვირია. ჩინური ტრადიციის მიხედვით, შეკრების მოთავე რესტორანში ყველას ნაცვლად იხდის. უდანში სრულფასოვანი სადილი 5 ადამიანზე 2 000 იუანიდან 3 500 იუანამდე ჯდება. როგორც წესი, მეგობრები ერთმანეთს მონაცვლეობით პატიჟებენ.


image


ბევრ სახლს არ აქვს საშხაპე და ტუალეტი - მრავალბინიანი შენობების გარდა, არის ასევე 1 სართულიანი სახლებიც, რომელიც ერთი შეხედვით, უფრო ბეტონის ყუთებს მოგაგონებთ. მართალია, შიგნით ყველაფერი მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა ორი სავალდებულო ატრიბუტი რაც თითქმის ყველა სახლში გვხვდება არის - შესასვლელში გამოფენილი იეროგლიფები და ყველაზე დიდ ოთახში დასვენებული მაო ძედუნის პორტრეტი. ასეთ სახლებში ტუალეტები ჩვეულებრივ ქუჩაშია გატანილი, საშხაპე კი საერთოდ არ არის. ზოგიერთ ადამიანს დაბანა სამსახურში უეწვს.





ტუალეტი საზოგადოებრივ ადგილას, მართლია უნიტაზი არ არის, თუმცა ტელევიზორი არის


image


მაგრამ ტუალეტი რომც იყოს, შეიძლება მასში უნიტაზი არ იყოს - თანამედროვე მრავალბინიან კორპუსების სააბაზანო ოთახებში შესაძლოა სიურპრიზიც კი დაგხვდეთ. ეს უნიტაზია. უფრო სწორად, მისი არარსებობა, რადგან ჩინურ ტუალეტს ჩვენთვის ჩვეული დასაჯდომი არ აქვს და ის პირდაპირ იატაკშია ჩაშენებული. ითვლება, რომ ეს სწორი მონელებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა.


image


ასე გამოიყურება სველი წერტილები ჩვეულებრივ ჩინურ ბინებში


წყალი საშხაპედან პირდაპირ იატაკზე მიედინება - აბაზანის ფუფუნება როგორც წესი, მხოლოდ ძალიან ძვირიან სასტუმროებს და დიდ ქალაქებში მცხოვრებ მდიდარ ჩინელებს აქვთ. ბინებში უფრო ხშირად საშხაპეები (რომელსაც ჩინელები საღამოს იღებენ და არა დილით) გამოიყენება, რომლებიც პირდაპირ იატაკზეა დამონტაჟებული.


image


სამზარეულოები როგორც წესი, ძალიან პატარაა - სადაც ადგილი მხოლოდ ნიჟარას, რამდენიმე კარადასა და ქურას ჰყოფნის. ქურა ყოველთვის გაზის არის, რაც იმით არის გამოწვეული რომ - მაღალკიდეებიან დიდ ტაფაში ანუ ვოკში (ასეთი კერძები ჩინური სამზარეულოს საფუძველს წარმოადგენს) მომზადება ძალიან ძლიერ ცეცხლს საჭიროებს. ამასთან, ბინებში არ არის ცენტრალური გაზმომარაგებაც. სამზარეულოები თხევადი გაზის ბალონებითაა აღჭურვილი.



image


ჩინეთში სახლის დაქირავება იაფი სიამოვნება არ არის - ურბანული ტიპის დასახლებაში ბინის საშუალო ქირა თვეში 7 000-დან 10 000 იუანამდე მერყეობს, ყველაზე ძვირი ბინა კი დაახლოებით 15 000 იუანი ღირს. შანხაიში პატარა ოთახების ფასი 30 000-დან იწყება, ხოლო პრესტიჟული ბინების ღირებულება თვეში უკვე დიდი ხანია რაც 2 500-3 000 დოლარს აჭარბებს.



სახლებში უნიტაზები არ არის, რესტორანში კი აგერ - გთხოვთ! ცნობილი "ტუალეტის" რესტორანი შანხაიში


image


როგორც წესი, ახალ ბინებს ფანჯრების გარეშე აბარებენ - ბინის ყიდვისას მეპატრონეები მათ თავად სვამენ. ხშირად ფანჯრების ცარიელი "თვალის ბუდეები" თეთრეულით გადავსებული აივნების ფონზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რაც საკმაოდ დამთრგუნველი სანახავია.


image


ბინის სართულის მიუხედავად ფანჯრები და აივნები ყოველთვის გისოსებშია ჩასმული - ჩინელების თქმით, ისინი პირველ რიგში, გისოსებს არა ქურდებისგან დასაცავად იყენებენ, არამედ იმისთვის რომ ბავშვები ფანჯრებიდან არ გადავარდნენ, და კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, თითქმის ყველა ეზოს ჰყავს დარაჯი ან აქვს ჭიშკარი, რომელიც ღამით აუცილებლად იკეტება.


image


აქ ცენტრალიზებული ცხელი წყალი არ არის - ამიტომ სააბაზანოებში წყლის გამაცხელებლებია დაყენებული. ჩინური აბაზანის კიდევ ერთი განუყოფელი ატრიბუტი გასათბობი ნათურებია, რომლებიც ჭერზეა განლაგებული, და აი რატომ...


image


საქმე იმაშია რომ ჩინეთის სამხრეთით (რომელიც ცენტრალურ ჩინეთს მოიცავს) სახლებში გათბობა არ არის. არანაირი. ჩინელები ამ პრობლემას საგარეო ტანსაცმლის ჩაცმითა და სახლებში დარჩენით აგვარებენ, ხოლო ბეტონის ყუთების მაცხოვრებლებს გათბობის პრობლემა დიდად არ აწუხებთ, ვინაიდან ისინი ცეცხლს პირდაპირ სახლში ანთებენ და ისე თბებიან.




ქორწილი ტიპიურ ჩინურ ოჯახში თავშეკავებული გარემოთი


image


და იმისთვის რომ ვინმემ არ თქვას, რომ მსგავსი რამ ციურ იმპერიაში არასდროს უნახავს, შეგახსენებთ, რომ ჩინეთი არა მხოლოდ უზარმაზარი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა დიალექტის გამო ორი მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებსაც კი არ ესმით ერთმანეთის, არამედ ეს არის ქვეყანა, სადაც კერძი, რომელიც ერთ ქალაქში მოგეწონათ, შესაძლოა მეორეში საერთოდაც ვერ იპოვოთ.




0
536
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
536